25 მარტი 2024, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT21333 - ტენდერი მეორადი მოხმარების ნაჭრების შეძენასა და მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს შესყიდვას მეორადი მოხმარების ნაჭრების შეძენასა და მიწოდებაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
შესყიდვის დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციისბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შესყიდვაში მონაწილეობის განაცხადი
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პოტენციური მიმწოდებლისყველა ფაქტობრივ ხარჯს, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის, სამუშაოების და მომსახურების საბოლოო ფასს, მათ შორის თანმხლები მომსახურების ღირებულებას;
- ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული „ტექნიკური დავალება“
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
- ცნობა დავალიანების არქონის შესახებ (განახლებული, გაცემული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შესყიდვის განაცხადის გახსნამდე არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა)
საქონლის/სამუშაოს/მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, მახასიათებლები და სხვა მოთხოვნები მოცემულია ამ დოკუმენტაციის დანართში No1 (ტექნიკური დავალება).
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე.
გამოცხადების თარიღი: 12.03.2024 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 25.03.2024 წ. / 12:00 სთ.
ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტებისგანყოფილებას.
პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოსშემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.
პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებულისაკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com
ტენდერის კატეგორია:
- 19200000 საფეიქრო ნაწარმი და დაკავშირებული ნივთები