24 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21382 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- საგარანტიო ვადა
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროდუქციის მიწოდება. (იხილეთ დანართი N 1)
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. განიხილება საქონლის მიწოდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად (ჯამში 12 თვე), მოთხოვნის შესაბამისად.
- დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია მიაწოდოს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში;
- დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება მიმწოდებლის ხარჯებით უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12.
- ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ საქონლის საბოლოო ღირებულება.
- პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში, კლინიკის წარმომადგენელს (ტელ:599464130) წარუდგინოს ნიმუშები (1 ეგზემპლარი) თითოეულ პოზიციაზე. გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დაედარება მოწოდებულ პროდუქციას ყოველ ჯერზე.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
- შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად;
- დანართში მოცემული მონაცემები არის საორიენტაციო, შემსყიდველი უფლებას იტოვებს არ აითვისოს სრულად განსაზღვრული ოდენობები
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასებისა და სახეობების შესაბამისად;
მახასიათებლების (ზომა, წონა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წინასწარ იყო ასახული განფასებაში.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მარტი 18:00 საათი;
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს საქონელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებული დოკუმენტები.
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები