10 აპრილი 2024, 23:59
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21391 - ტენდერი დიზელ-გენერატორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებსტენდერს დიზელ-გენერატორების შესყიდვაზე.
რაოდენობა: 2
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 1);
- გენერატორის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომი მომსახურეობა (დანართი 2);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 4);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო დოკუმენტაცია; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
დავალებათა აღწერილობა:
შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში, შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;
სატენდერო მოთხოვნები:
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 აპრილი 23:59 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
577331197
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები