1 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21456 - ტენდერი ბანკში არსებული ხანდაზმული დოკუმენტაციის - მაკულატურის (საოპერაციო და სალაროს დღიური წიგნები) გადამუშავებაზე
ტენდერის აღწერილობა
სს საქართელოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკში არსებული ხანდაზმული დოკუმენტაციის - მაკულატურის (საოპერაციო და სალაროს დღიური წიგნები) გადამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომსახურების მიღებას ბანკი გეგმავს ეტაპობრივად კონტრაქტის გაფორმებიდან ოთხი თვის ვადაში.
გადასამუშავებელი/გასანადგურებელი მასალა:
1. გადასამუშავებელია საოპერაციო და სალაროს დღიური წიგნები, რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთებში:
- ლოკაცია-ლილო, ჭირნახულის #9
- საორიენტაციო რაონდეობა: 6000 ყუთი , რაოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს 20%-ით.
- ერთი ყუთის საშუალო წონა: 10-15 კგ
- დაახლოებითი ჯამური წონა: 70 ტონა
- ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, ყოველკვირეულად 500 ყუთის გატანა და გადამუშავება.
1.2 აუცილებელი მოთხოვნები
- აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს:
- დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გამოცდილება.
- გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
- დიდი მოცულობის დოკუმენტების განადგურების გამოცდილება.
პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს:
- მაკულატურის აწონვა სპეციალური სასწორის საშუალებით.
- მაკულატურის ტრანსპორტირება გადამუშავების ობიექტამდე.
- მაკულატურის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები (უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის მუშახელის მობილიზება).
პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია გადამუშავებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს დაასწროს ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი.
პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს გადამუშავებასთან დაკავშირებული ვიდეო-ჩანაწერის მოწოდება, ბანკის მხრიდან გამოთხოვის შემთხვევაში.
1.3 საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მასშტაბური რაოდენობის დოკუმენტების განადგურებაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
- გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქაღალდის (მაკულატურის) გადამუშავებაზე (ნარჩენის აღდგენა).
- ზემოთ აღწერილი საქმის შესასრულებლად კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
1.4 ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
ფინანსური წინადადება
- ფინანსურ წინადადებაში მიუთითეთ 1 კგ მაკულატურის გადამუშავების ღირებულება, რომელიც მოიცავს ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას (მათ შორის: აწონვა, ტრანსპორტირება, მუშახელი).
- ანგარიშსწორება განხორციელდება ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- განსხვავებული გადამუშვების პირობების შემოთავაზების შემთხვევაში, პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს მაკულატურის გადამუშავების გეგმა-გრაფიკი, რომელიც იქნება გაწერილი დროში (რამდენი კგ მაკულატურის გადატანას შეძლებს პრეტენდენტი 1 გადაზიდვაზე და რამდენი კგ მაკულატურის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს 24 საათში).
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია: საქმიანობის აღწერილობა და გამოცდილება. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ქაღალდის (მაკულატურა) გადამუშავების საქმიანობის ნებართვაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (იხ. დანართი 1 დოკუმენტის ბოლოს).
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
1.5 შეფასების კრიტერიუმები
გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:
- ფინანსური წინადადება 50%
- კომპანიის გამოცდილება 50%
დავალების შესრულების შემდგომ, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
*ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 აპრილი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ცირა რუხაძე
ts.rukhadze@bog.ge
ტელ: +995 555 330646
ტენდერის კატეგორია:
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები