ჩაბარების ვადა:
29 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T21475 - ტენდერი პერფორირებული ალუმინის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „იდეა მელიქიშვილი“ აცხადებს ტენდერს პერფორირებული ალუმინის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
ტექნიკური აღწერილობა:
- შესასრულებელი სამუშაო წარმოადგენს ქ. თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზ. N47/49-ში შენობის +21.20 ; +24.90; +28.60 და +31.50 ნიშნულებზე პერფორირებული ალუმინის პანელებით ფასადის დამზადება-მონტაჟს.
- ალუმინის პერფორაცია მოიცავს მოძრავ და ფიქსირებულ ნაწილებს. მოძრავი ნაწილები არის დარაბული ტიპის ჟალუზები ვიტრაჟებთან. ფიქსირებული ნაწილი არის დაახლოებით 1120 კვ.მ, ხოლო მოძრავი ნაწილი 245 კვ.მ (მოცულობები უნდა დაზუსტდეს შემსრულებლის მიერ).
- განვიხილავთ მასალის-ალუმინის ალტერნატივებსაც.
- ფასის შემოთავაზება უნდა მოხდეს შემსრულებლის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ფორმით სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოები და მასალები;
- მასალაზე და ჟალუზის მექანიზმებზე მიუთითეთ კონკრეტულად რომელ ბრენდს ან რომელი მწარმოებლის მასალას იყენებთ.
- წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე საორიენტაციო შესრულების ვადები;
- მასალის ღებვას ანტიკოროზიული საღებავით, თერმული მეთოდით; გარანტიას საღებავზე არანაკლებ 10 წლის ვადით;
- წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ალბომი, დამკვეთის, შესრულებული სამუშაოს პერიოდის და უშუალოდ შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღწერით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 მარტი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
თორნიკე გიორგაძე
+995 555 48 48 99
tornikegiorgadze@ginoholding.com
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება