ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21491 - ტენდერი დერატიზაცია, დეზინსექციის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს დერატიზაცია, დეზინსექციის მომსახურების შესყიდვაზე თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • განფასება უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორივე მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების ჩამონათვალი, ასევე ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
  • მომწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული ქიმიკატებით ვერ ხერხდება კონკრეტული პრობლემის მოგვარება, წარმოადგინეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყოველთვიურად განსახორციელებელი გეგმიური ვიზიტების რაოდენობა, ასევე არაგეგმიური ვიზიტის პირობები/ღირებულება;
  • დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ შეავსეთ დანართი N1;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია / თათული კოსტავა
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 568 01 06 46
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / tatuli.kostava@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება