ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T215 - გაზმომარაგების მომსახურების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს არასაცხოვრებელი გაზმომარაგების მომსახურების შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • 1. არასაცხოვრებელი ფართის გაზმომარაგება


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევის ვადებს

თანდართულ დოკუმენტში მოცემულია პროექტი და შესაბამისად სამუშაოებისა და მასალების მოცულობები, რომლებიც გადამოწმებული უნდა იქნეს აღნიშნული მომსახურების შეთავაზების მრუსველი კომპანიის მიერ

შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 1 (ერთი) წლის ვადით


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 30 ოქტომბრიდან – 2014 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომწოდებელს შეუძლია დაუკავშირდეს მიხეილ რამიშვილს (მობ: +995599505372) და გიორგი ბუქურს (მობ: +995599565992)
  • შემოთავაზებები მომწოდებლებისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 14 ნოემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის გარე კომუნიკაციის მოწყობის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=322&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".