ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21526 - ტენდერი ჟინვალჰესი გამყვანი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 10 აპრილი, 12:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, საიდენტიფიკაციო კოდი: 203826002) იწვევს მონაწილეობის მისაღებად (ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენად) კვალიფიციურ პრეტენდენტებს, შემდეგი სამუშაოს შესრულებისათვის: ჟინვალჰესი გამყვანი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედვლობა.

2. ინსტრუქცია:

  • სატენდერო წინადადებების (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების) წარდგენა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინსტრუქციების დაცვით;
  • გაუთქმელობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კომპანიას მიეწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაცია; გაუთქმელობის შეთანხმება თანდართულია წინამდებარე სატენდენდერო დოკუმენტაციაზე;
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 აპრილის 12:00 საათი;
  • ფინანსური შეთავაზების და განფასების მომსაზებისას გამოსაყენებილი ვალუტა არის ლარი. შეთავაზების ჯამური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს გადასახადების ჩათვლით (მათ შორის დღგ-ს);
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 60 კალენდარულ დღეს, წინადადებების მიღების ბოლო ვადიდან;
  • დამკვეთი უფლებამოსილია დააწესოს და განსაზღვროს ტენდერის ვადები, შეცვალოს სატენდერო პირობები, მოახდინოს პრეტენდენტების ინფორმირება დროულად, ან/და შეწყვიტოს სატენდერო პროცედურა, გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს;
  • დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია მოახდენს წინამდებარე ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენას, ამავე დოკუმენტში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასება განხორციელდება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური შეთავაზებების განხილვის საფუძველზე;
  • დამკვეთი უფლებამოსილია შეარჩიოს კონტრაქტორი გამოცდილების, სამუშაოების შესრულების ვადისა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ამავდროულად არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე შეთავაზება;
  • დამკვეთი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს მიაწოდოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ან/და შეფასების პროცესის შესახებ ინფორმაცია;  
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის, რომელიც მიღებულ იქნა პრეტენდენტისგან, გადამოწმება და ასევე მიიღოს პრეტენდენტისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; არასწორი, ფალსიფიცირებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
  • დასუზტებების მოთხოვნა და შეკითხვები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით ფორმატში, და ამ მიზნებისათვისათვის გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • მიუღებელია ნებისმიერი ზეპირი მოთხოვნა;
  • დამკვეთი არ აგებს პასუხს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა სხვა წყაროებიდან;
  • სატენდერო პროცედურაში მონაწილეობის მიღებისათვის, პრეტენდენტი უნდა იყოს დარეგიტრირებული tenders.ge  საიტზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია განთავსებულია tenders.ge, დანართის სახით;

3. ტექნიკური დავალება:

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N 1-ში მოცემულია ტექნიკური დავალება.

4. სატენდერო წინადადების ფორმატი და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები

წინადადების წარდგენის მომენტისათვის, პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს რომ არ იმყოფება:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

რომელიმე ზევით მიითებულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გაეთიშევა შერჩევის პროცეს.

5. ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული სტრუქტურისა და ინსტრუქციების შესაბამისად:

ტექნიკური შეფასების კრიტერიუმები:

  • პრეტენდენტის ზოგადი ინფორმაცია- უნდა მოიცავდეს როგორც კომპანიის ისტორიას, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე თანამშრომელთა რაოდენობას და შესრულებული სამუშაოების შესახებ შეჯამებას.
  • შესაბამისი გამოცდილება - მინიმუმ სამი პროექტის აღწერილობა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაო ლოკაციას, დამკვეთს და მიმდინარე პროექტთან შესაბამისობას/რელევანტურობას. დამკვეთს აქვს უფლება მოითხოვოს, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების კონტრაქტის ასლების,მიღება-ჩაბარებების აქტების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის წარდგენა.
  • ქვეკოტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კომპანიის სახელწოდებას, მისათვის განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალს და კვალიფიკაციის აღწერას
  • ტექნიკური შეთავაზება: აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა (მეთოდოლოგია, სამუშაო გრაფიკთან ერთად), წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, გამონაკლისები, პირობები და დაშვებები.
  • Technical Team – პროექტის განხორციელებაზე დანიშნული გუნდის აღწერა, ადამიანების რაოდენობა, როლები და პასუხისმგებლობები და კომუნიკაციის საშუალებები და ძირითადი პერსონალის CV (მოთხოვნის შემთხვევაში). პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თითოეული შემოთავაზებული პირის ექსპერტიზის სფერო და რომელ პირს ექნება მთავარი პასუხისმგებლობა პროექტის სხვადასხვა ამოცანებზე ან ასპექტებზე. ყველა ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი და შესაბამისი გამოცდილება იმ სფეროში, რისთვისაც ისინი იქნებიან დანიშნულნი. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ადგილობრივი ხელმისაწვდომობა და დრო, რომლის განმავლობაშიც იქნება ჩართული თითოეული შემოთავაზებული კადრი.
  • სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი – სამუშაო დღეები რაოდენობა, რომელიც საჭიროა შესასყიდი მომსახურების შესრულებისათვის (როგორც ადგილზე, ასევე ოფისში).

ფინანსური შეთავაზება- აღნიშნულ ნაწილში მითითებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულების ჯამური თანხა, ასევე  კონკრეტული ტარიფების შესახებ ინფორმაცია. დამატებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადახდის გრაფიკი და პირობები.  

სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელი უნდა მოაწეროს კონტრაქტორის მართვის გეგმაზე. 

შენიშვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი წარმოადგენს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

6. გადახდის პიროებები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია 20-25% ავანსის გაცემა.

7. ხელშეკრულების გაფორმება:

შეთავაზებების განხილვის შემდეგ დამკვეთი გაუგზავნის ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას, მის მიერ შერჩეულ პრეტენდენტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტთა ვერ მოხეხრდა შეთანხმების მიღწევა სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, დამკვეთი უფლებამოსილია გააგრძელოს მოლაპარაკება, შემდეგ პრეტენდეტთან, რომლის წინადადებაც ჩაითვლება მისაღებად.

8. უსაფრთხოების წესები:

სატენდერო წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა დაასტუროს, რომ ის, მის მიერ შემოთავაზებული შრომითი ძალა, ასევე ქვე-კონტრაქტორები მზად არიან შეასრულონ დამკვეთის, ასევე საქართველოში არსებული/მოქმედი  უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები. პრეტენდენტი, რომელსაც გაუფორმდება ხელშეკრულება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლები და მოახდინოს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმების დაცვა, დამკვეთის „საიტზე“ სამუშაოს შესრულების პროცესში.

9. კონფიდენციალურობა:

  • წინამდებარე ტენდერის ყველა დოკუმენტი, სპეციფიკაცია, გეგმა, ნახაზი და დანართი არის დამკვეთის საკუთრება. პრეტენდენტებს არ აქვთ უფლება გადასცენ/გაავრცელონ/გაავრცელონ ისინი მესამე მხარეს ან გამოიყენონ ისინი რაიმე მიზნით, გარდა ამ წინადადების მომზადებისა.
  • დამკვეთის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი და პრეტენდენტებისთვის მიცემული ინფორმაცია განიხილება, როგორც კონფიდენციალური და ამ კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელნი არიან როგორც დამკვეთი, ასევე პრეტენდენტები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 აპრილი 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა