10 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21594 - ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
ასოციაციას „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ WIWI - დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: „ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინის და სტრუქტურის შექმნაზე“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება (დანართი 1).
გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
- ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1. Technical offer; 2. Financial offer *
- მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: T21594. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის სახელწოდება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი
- საიდენტიფიკაციო ნომერი / ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი
- საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
- ტენდერის ნომერი: T21594
- მიმღები: ასოციაციას „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ WIWI
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება ერთ კვირაში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:
- შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.
- შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები.
- საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 60%-ით და ფასი/ღირებულება 40% -ით.
- მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი.
- საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ/ფიზიკურ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე.
- თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე პრეტენდენტთან.
შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:
- შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას.
- ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.
- არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.
იხილეთ თანდართული ფაილები :
- ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1
- შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
- ფინანსური შეთავაზება / დანართი 3
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wiwi.ge
- შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა ტენდერის ვადა - 10.04.2024
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
- გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@wiwi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები