ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T21621 - ტენდერი საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვაზე ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის I შესახვევი ქ. №6; №28; №28ა.

შენიშვნა:  „დანართ N1“-ში მოცემულია შესასრულებელი სამუშაოების ჩამონთვალი მოცულობების ჩათვლით.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

საგზაო საფარის (ასფალტის) დაგების სამუშაოების შესყიდვა მოცემული თანდართული მოცულობების შესაბამისად. (იხ. დანართი N1)

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • შემსრულებელს სამუშაოების შესასრულებლად უნდა ყავდეს ბრიგადები/სამუშაო ჯგუფები აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური მოწყობილობებით;
  • შემსრულებელი ვალდებულია, რომ მომსახურების გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე და ამასთან, მისი მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება დანართში N3 მოცემულ მახასიათებლებთან.
  • დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა გამოყენებული მასალის შესაბმისობაზე დანართში N3 მოცემულ კრიტერიუმებთან. 
  • შემსრულებელი ვალდებულია წყალარინების და წყალმომარაგების მილსადენის მოწყობისას თხრილის (ტრანშეას) შევსება და ტკეპვნა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფენობრივად განახორციელოს დანართი N4-ში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ამასთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამუშაოები ტენდერზე თანდართული კონტრაქტორთა მართვის გეგმის შესაბამისად.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება 1.2 პუნქტში მოცემული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოზე.

შენიშვნა N2: გთხოვთ, განფასებისას ყურადღება მიაქციოთ პოზიციების განზომილებებს!

1.4 სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

სამუშაოს შესრულების/ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ვადით.

1.5 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

სამუშაოები უნდა განხორციელდეს დანართ N1 ში მოცემული სამუშაოების შესაბამისად.

1.6 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

შემსრულებლის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია.

შენიშვნა: საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული.

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.8 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.

1.9 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 5,000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში. (სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ განიხილება.)

1.10 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • 1.ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (პუნქტი 1.2);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი, დანართი N2, დანართი N3 და დანართი N4;
  • მის საკუთრებაში არსებული ან იჯარით აღებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემები (ტექნიკათა ჩამონათვალი, რაოდენობა, ა.შ...) და შესაბამისი დამადასტურებელი ( საკუთრებისა და ან იჯარით აღების) დოკუმენტაცია;
  • ასფალტო-ბეტონის მწარმოებელ ქარხანასთნ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი კომერციული პირობების დაფარვით.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.10 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.11 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.12 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
     - გაკოტრების პროცესში;
     - ლიკვიდაციის პროცესში;
     - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურმონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარისშესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციურიურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლებისშემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებოურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკებაკანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაციაგანადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვისმაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნითშემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიცხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობისმოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურმონაცემთა დაცვის სამსახურს(www.personaldata.ge)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დოკუმენტაცია

ხელშეკრულება ხელშეკრულება
სატენდერო განაცხადი სატენდერო განაცხადი
კონტრაქტორის მართვის გეგმა კონტრაქტორის მართვის გეგმა
კონტრაქტორის განაცხადი კონტრაქტორის განაცხადი
დანართი N1 დანართი N1
დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები დანართი N3-ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები
დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია დანართი N4-სამუშაოების შესრულების ტექნიკური ინსტრუქცია
დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N5-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 აპრილი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა