5 აპრილი 2024, 14:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T21622 - ტენდერი ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 1 აპრილი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 აპრილი 2024 დრო 14:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე:
| 
 საქონლის დასახელება  | 
ტიპი | 
 შესასყიდი რა-ბა  | 
| ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატი | იხილეთ სპეციფიკაციები | 100 ერთეული | 
აღწერილობა:
ბანკი ამჟამად იყენებს ორ ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატის შემდეგ მოდელს - Scancoin 8220. პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილი ტექნიკური სპეციფიკაციებისა.
ტექნიკური სპეციფიკაცია:
- არანაკლებ 6 ვალუტა;
 - ვალუტის ავტომატური ამოცნობა;
 - სხვადასხვა ვალუტების ერთდროული თვლა და დაჯამება;
 - შერეული ნომინალის გადათვლა;
 - ერთი ნომინალის გადათვლა / დახარისხება;
 - დახარისხება ნომინალის მიხედვით;
 - დახარისხება მხარის მიხედვით;
 - დახარისხება ორიენტაციის მიხედვით;
 - დახარისხება ემისიის მიხედვით;
 - ჯიბეების ტევადობა (არანაკლებ): მიმღები 500; დამგროვებელი 220 ; წუნდებული 50;
 - ეკრანი: LCD არანაკლებ 3.2 ინჩი სენსორული, ფერადი.
 
ბანკნოტის სიყალბის შემოწმება
- გეომეტრიული პარამეტრების დეტექცია SD, ულტრაიისფერი ნიშნების დეტექცია UV, ინფრაწითელი ნიშნების დეტექცია IR, მაგნიტური მელნის დეტექცია MG, ორმაგი სკანერი ბანკნოტის სრული სკანირებისთვის Double CIS, სერიული ნომრების ამოცნობა შედარება SN.
 - სიჩქარე: სერიული ნომრების ამოცნობ (არანაკლებ)ა: 800 ბანკნოტა / წუთში, ნომინალის ამოცნობის და დეტექცია: 900, ბანკნოტა/წუთში, თავისუფალი თვლა (არანაკლებ): 1100 ბანკნოტა / წუთში
 
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
 - პრეტენდენტი ვალდებულია, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს საქონლის ნიმუშები არაუგვიენს 10 (ათი) სამუშაო დღეში.
 - საქონლის შემოთავაზება უნდა მოხდეს ა.შ.შ. დოლარში, ხოლო მომსახურების ეროვნულ ვალუტაში - ლარში..
 - ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
 - ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
 
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს და ტრანსპორტირებას ქ.თბილისში.
 - ტენდერის დასრულების შემდგეგ ბანკი იტოვებს უფლებას მოლაპარაკება გააგრძელოს კომპანიებთან ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
 - გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საქონლის ფასი, მომსახურების ფასი (გაწმენდის სამუშაოები), საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
 - ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი საკუთარი შეხედულებისამებრ, ასევე ვაჭრობის დასრულების შემდეგ აწარმოოს დამატებითი მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან ფასებთან ან/და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
 
ანგარიშსწორების პირობა:
ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
 - შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილ(ებ)ი შევსებული, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
 - შემოთავაზებული საქონლის დასახელება დეტალური სპეციფიკაციები და საგარანტიო პირობები;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - საბანკო რეკვიზიტები.
 
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილი, 14:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ნინო ბუშელაშვილი
ტელ: 595 490 199
ელ. ფოსტა: nbushelashvili@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
 - 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 - 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა