ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2024, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T21634 - ტენდერი ალაზანი 2 ჰესზე დისკური საკეტის რეაბილიტაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ალაზანი 2 ჰესზე დისკური საკეტის რეაბილიტაციაზე.

  • #29/03-GIEC/Alazani-B_Valve Rehab-24
  • “ალაზანი 2“ ჰესზე - Butterfly Valve D941H - 6C -დისკური საკეტის რეაბილიტაცია.
  • მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი, ალაზანი ჰესი
  • მიწოდების პირობა: მიწოდება და ობიექტზე დაბრუნება დეტალის მოხდება დამკვეთის მიერ
  • შესრულების ვადა: დამკვეთისთვის სასურველი რეაბილიტაციის შესრულების ვადა არის 2 კალენდარული კვირა

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ: დანართი 1 – ნახაზები და დეტალის სპეციფიკაცია

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ; დამკვეთის სასურველი ვადა მითითებულია (თარიღები პირობითია და ითვლება ხელმოწერიდან)
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ მსგავს სამუშაოებზე; (არანაკლებ 3 წელი)

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

აუცილებელი პირობები:

პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე შეათანხმოს დამკვეთთან ყველა ტექნიკური საკითხი.  

შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ალაზანი 2 ჰესის  ნახაზი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. (დანართი N1)

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34 / ალ. ყაზბეგის გამზ. #2. ორივე კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს:

  • ტენდერის დასახელება - ალაზანი 2 ჰესისზე დისკური საკეტის რებილიტაციაზე, #29/03-GIEC/Alazani-B_Valve Rehab-24
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია- სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
  • ასევე გთხოვთ დააწეროთ თქვენი შემოთავაზების ადრესატი: ნათია გელაშვილი.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 12 აპრილი, 15:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი

დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნათია გელაშვილი
ტელ:  577 756006
ელ. ფოსტა: ngelashvili@gig.ge 

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
ტელ: 599 881 166

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება