ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2168 - ტენდერი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე რკინიგზის მუშა პროექტის შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სიპაუერი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე რკინიგზის მუშა პროექტის შედგენაზე 26/01-CP-S/DD-17.

მომსახურების აღწერა:
ქ. გარდაბანში, მისამართზე აღმაშენებლის ქუჩა N2ა მდებარე თბოელექტრო სადგურის ტერიტორიაზე იგეგმება რკინიგზის ხაზების შეყვანა. ამისათვის მოსამზადებელია მუშა პროექტი.

მუშა პროექტი უნდა მომზადდეს СНиП 32-01-95 შესაბამისობაში და უნდა წარმოადგენდეს დეტალურ ტექნიკურ დავალებას მშენებლობის ეტაპისთვის. დამატებით პროექტი უნდა ეფუძნებოდეს თბოელექტრო სადგურების ტექნოლოგიური პროექტირების ნორმებს (თავი მე-3).

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ პროექტის კონცეპტუალური აღწერილობა ქართულ და ინგლისურ ენაზე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მუშა პროექტი. ტერიტორიის გენ. გეგმა, ტოპოგრაფია და თბოელექტრო სადგურების ტექნოლოგიური პროექტირების ნორმები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ტერიტორიის დასათვალიერებლად გთხოვთ მიბრძანდეთ მისამართზე ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2ა.

შპს „სიპაუერი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადა;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის წესი:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერისა დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 6 თებერვლის 14:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 09 00 97, საკონტაქტო პირი: ალექსეი ვილხოვოი.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება