ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21687 - აუქციონი NG Firewall-ის განახლების შესყიდვაზე

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს NG Firewall-ის განახლების შესყიდვაზე, ტენდერი ცხადდება რევერსული აუქციონის პრინციპით. დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - https://tenders.ge/-ს საშუალებით.

სატენდერო დოკუმენტაცია

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • განიხილება მხოლოდ Cisco და palo alto-ს ტექნიკური გადაწყვეტილებები.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს, შეიცავდეს როგორც მოწყობილობის, ასევე ლიცენზიის და პროდუქტიულ გარემოში დანერგვის და ტრეინინგების საფასურს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და datasheet ფაილები;
  • ბანკის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ერთი სატენდერო განაცხადი და ა.შ.), რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე;
  • ტენდერის შემდგომ დაზუსტების მიზნით მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია (მათ შორის ელექტრონული სახით) ითვლება წინადადების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • Physical NG Firewall Appliance two units
  • VPN Client Connection Numbers: 8000
  • Psec VPN Throughput: 8 Gbps
  • At Least four 10G interfaces
  • Concurrent Session Numbers: 5 million
  • Support for AD User-based Access
  • The Potential of Active/Active & Active/Standby Operation
  • Support / Guarantee: 1 Year

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების ვადა: 60 კალენდარული დღე
  • მოსაწოდებელი დოკუმენტაცია - MAF
  • მიმწოდებელი უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოში და ექვემდებარებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია: ღირებულება, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ბანკის არსებულ ინფრასტრუქტურაში იმპლემენტაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შევსებული დანართები, ყველა გვერდზე ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ:
    - დანართი N1 (ფასების ცხრილი თავისუფალი ფორმით)
    - დანართი N2 (საბანკო რეკვიზიტები)
  • MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად, რომ
  • ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები ან პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კომპანიის რეკვიზიტები და საქონლის დეტალური განფასება (სატენდერო დანართი N1)

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 აპრილი 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი;
  • ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:
გიორგი რატიანი
g.ratiani@bog.ge
ტელ: 577 292822

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $