ჩაბარების ვადა:

10 ნოემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T217 - პერფუზორის და პაციენტის მონიტორის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ერთშპრიციანი პერფუზორის (10 ც.) და პაციენტის მონიტორის (2ც.) შესყიდვის თაობაზე.

  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ერთ ან ორივე სატენდერო განცხადებაში მითითებულ აპარატზე
  • შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში N. 1.1 და დანართში N. 1.2
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში N. 2
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი


დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქონლის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმების შესაბამისად (დანართი #1.1, დანართი 1.2)
  • მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით) ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
  • ღირებულების გადახდის პირობა
  • მიწოდების ვადა (ხელშეკრულებისგაფორმებიდან 1 კვირის ვადაში) მიწოდების ვადა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად
  • საგარანტიო პირობები, ვადა. (საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლები)
  • საქონლის წარმოშობის ქვეყანა
  • ერთშპრიციანი პერფუზორის და პაციენტის მონიტორის პროსპექტი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, დისკზე ჩაწერილი


* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმები დანართის #1.1 და დანართის #1.2 სახით. დანართი #1.1 და დანართი 1.2 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი – „ექსელის“ ფორმატში. ტექნიკური მახასიათებლების ფორმები ზედმიწევნით უნდა იყოს შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა შეიძლება განხილული, როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი
  • შევსებული აფიდავიტი დანართის N. 3 სახით


დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზემოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ამობეჭდილი ვერსია ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), ხოლო ელ. ვერსია დისკზე ჩაწერილი უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2014 წლის 03 ნოემბრიდან 2014 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა),ხოლო 2014 წლის 10 ნოემბერს 17:00 საათამდე.

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 10 ნოემბერს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27/ბ

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ