ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2170 - ტენდერი ლაბორატორიისთვის მასალისა და მოწყობილობის შესყიდვაზე

კონკურსის აღწერილობა: 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს კონკურსს - N009-BID-17 - ერთ ლოტად, ლაბორატორიისთვის სხვადასხვა მასალისა და მოწყობილობის შესყიდვის თაობაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.

ლოტი 1:
ლაბორატორიისთვის ჭურჭლის, აპარატების, დამხმარე მოწყობილობების, რეაქტივებისა და მიკრობიოლოგიური ნიადაგების შესყიდვა. 

აუცილებელი მოთხოვნები:

წინადადების წარდგენისას:

  • მონაწილემ არ უნდა შეცვალოს კომერციულ წინადადებაში და შემდგომ დოკუმენტაციაში მითითებული დასახელება, განზომილება და რაოდენობა.
  • წინადადების წარმოდგენისას ყურადღებით გაეცნოს ყველა პოზიციის სპეციფიკაციას
  • წარმოდგენილი რეაგენტების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წლისა
  • წარმოდგენილი პროდუქციის და აპარატურის ხარისხი უნდა იყოს დამოწმებული სერტიფიკატით და გარანტიით.

წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ წინადადების წარმოდგენისას, არ არის სავალდებულო სრული ჩამონათვალის მოწოდება, ასევე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს უმცირესი ერთეულის ფასის მიხედვით ყველა ან რამოდენიმე მონაწილესთან. 

დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2017 წლის 10 თებერვალი, 17:00 სთ.
წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ ძნელაძე
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: mdzneladze@gwp.ge
ტელეფონი: +(995 322) 931111 (1143); +(995) 595 40 45 00

საკონტაქტო პირი: გივი სულავა
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: gsulava@gwp.ge
ტელეფონი: +(995 322) 931111 (1145); 577 715194

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 71900000 ლაბორატორიული მომსახურებები