ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21703 - ტენდერი მარკეტინგული მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, შპს ,,ბიოგრაფი ლივინგი’’ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://biograpi.ge/ ) აცხადებს  ტენდერს მარკეტინგული მასალების შესყიდვაზე.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • სრულად შევსებული Excel ფაილები - დანართი N1- მარკეტინგული მასალები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საბანკო რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
  • საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი

შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:

  • ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
  • დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
  • დანართ N1-ში მოცემული სპეციფიკაციებისგან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
  • შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პუნქტების ნიმუში
  • ნიმუშების წარმოდგენა ხდება უსასყიდლოდ

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით;
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
  • შეკვეთის მოცულობა: განისაზღვრება თითოეულ პოზიციაზე ცალ-ცალკე, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.
  • მიწოდების ვადა: მიწოდების ვადა განისაზღვრება თითოეულ შეკვეთაზე ინდივიდუალურად  
  • მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის 80კ, ბიოგრაფი ლივინგის ოფისი
  • ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1-მარკეტინგული მასალები), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით და შესაბამისი სპეციფიკაციებით, რაც მოცემულია დანართში, ფოტოებსა და სამუშაო ფაილებში.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ჩათვლით.
  • კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები მისამართზე: ი.ჭავჭავაძის N80კ, ბიოგრაფი ლივინგის სათავო ოფისი

დამატებითი ინფორმაცია:

  • კომპანია იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 აპრილი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი

ირაკლი ნანავა
ტელ: +995 599 04 06 90
ელ.ფოსტა: Procurement@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა