15 აპრილი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT21718 - ტენდერი შენობა-ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ტიფლის სითი აცხადებს ტენდერს შენობა-ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოების მოწყობაზე (#03/04-S-Tiflis/Repair-24).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1)
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოთხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის რაოდენობაზე.
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
ობიექტის მდებარეობა:
- ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #37ბ
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
სამუშაოების ხანგრძლივობა:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე
აუცილებელი პირობები:
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - საქართველო, ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2.
- კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „შენობა-ნაგებობის შიდა სარემონტო სამუშაოების მოწყობა“ ნომერი #03/04-S-Tiflis/Repair -24
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. კონვერტზე ასევე მიუთითეთ ადრესატი: ავთანდილ მანჯავიძე, ტელ: 595711272
შეთავაზების ვალუტა: ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით).
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 აპრილი 2024 წლის, 17:00 სთ;
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა მჭედლიძე
ტელ: 577 59 59 38
არქიტექტურულ (სამუშაო ფაილები) და საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:
გიორგი ძიძიკაშვილი
ტელ: 555 19 21 25
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება