20 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21720 - ტენდერი საცხოვრებელი ბინის გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის პროექტის მომზადებასა და მის შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს საცხოვრებელი ბინის (მრავალსართულიანი შენობის ბოლო 2 სართულიXXI და XXII სართულები) გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის პროექტის მომზადებასა და მის შესრულებაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. ( სამონტაჟო მისამართია მის: ქ. თბილისი, ბერბუკის ქ.N1).
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ორივე სართულის შიდა გეგმარების pdf ნახაზები;
- შიდა ავეჯის განლაგების სქემები pdf და dwg ფაილების სახით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა,
წინადადების წარდგენის წესი:
- ტენდერში მონაწილე ფირმამ შეიძლება წარმოადგინოს როგორც მხოლოდ საპროექტო სამუშაოების წინადადება, ასევე საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების წინადადებები;
- პროექტის მომზადებისთვის საჭირო დროის გეგმა-გრაფიკი;
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების, ასევე ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 20 აპრილი, 18:00 სთ;
- შეთავაზებისვალუტა:N/A;
- ვაჭრობისტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა: აღნიშნული ბინები არის საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული, შესაბამისად აგრეგატების დადგმა განიხილება სახურავზეც.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: +995 557117111
ელ. ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები