ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21791 - ტენდერი თანამშრომელთა კვების მომსახურების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან თანამშრომელთა კვების მომსახურება.

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

ტენდერში მონაწილეობისთვის გასათვალისწინებელი პირობები:

  • შესყიდვა მოხდება პერიოდულად1კალ.წლის განმავლობაში.
  • ანგარიშსწორების პირობა:კალენდრული თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის(რომლის ჯამური ოდენობაც განისაზღვრება შესაბამის კალენდრულ თვეში დადასტურებული მიღება-ჩაბარებების აქტების მიხედვით) გადახდა მოხდება არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ქ.თბილისი,იუმაშევისქუჩა#14-ში.
  • პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს დღეში2-ჯერ,10:00-ზედა18:00-ზე.(ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით).
  • პროდუქციის რაოდენობა10:00-ზე შეადგენს 50 ცალ პორციას,18:00-ზე 50 ცალ პორციას. კომპანიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს მოწოდების რაოდენობა, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.
  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული ინდივიდუალურად,1პერსონისთვის,პენოპლასტის კონტეინერებში (ე.წ Launch Box-ებით), შესაბამისი ერთჯერადი დანა/ჩანგლით.
  • მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს თბილ მდგომარეობაში (იგულისხლება ცხელი კერძები).
  • ტენდერში მონაწილე კომპანია რომელიც აკმაყოფილებდეს HACCP-ის სტანდარტებს მიენიჭება უპირატესობა.
  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს განსხვავებული თითოეული დღისთვის.(კვირის განმავლობაში.დილისა და საღამოს მოწოდების მენიუ უნდა იყოს იდენტური)
  • იმისთვის რომ მოხდეს პრეტენდენტის შემოვაზების განხილვა,კომპანიის მოთხოვნის შემდგომ უნდა მიაწოდოს ნიმუშები თითოეული მენიუსათვის უსასყიდლოდ, არუგვიანეს შეტყობინებიდან 3 კალ. დღის ვადაში.
  • ტენრეში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კლიენტების ჩამონათვალი და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილები.
  • ბიუჯეტი1პორციაზეშეადგენს5.00ლარს(დღგ-სჩათვლით).page1image16180992

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2024 წლის 23 აპრილის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  •  კომპანიის სრული დასახელება
  •  საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  •  მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო
    გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  •  ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო
    ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: მარიამ ხუციშვილი
ტელეფონი: 595231214
E-mail: Mariam.khutsishvili@gmail.com
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები