ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2180 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის სადაწნეო მილსადენის ქვიშაჭავრულ დამუშავებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ ჰიდროელექტრო სადგურის სადაწნეო მილსადენის ქვიშაჭავლური დამუშავეზე 01/02-GIEC-S/SB-17 

მომსახურების აღწერა:

  • ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში მდებარე ბჟუჟა ჰესის ერთ ძაფიანი სადაწნეო მილსადენისა და საყრდენების ქვიშაჭავლური დამუშავება;
  • მილსადენის დაგრუნტვა და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა (ერთი პირი);
  • მილსადენის დიამეტრი - 1200 მმ;
  • მილსადენის დასამუშავებელი ნაწილის სავარაუდო სიგრძე - 200 მეტრი (ნიშნულები N40-დან N58-ის ჩათვლით დართული ნახაზის შესაბამისად) 

მილსადენის ნახაზი, ტექნიკური დავალება, და მილსადენის ულტრაბგერითი შემოწმების აქტი გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში. სიტუაციის უკეთ შესასწავლად გთხოვთ მიბრძანდნენ ზემოთ ხსენებულ მისამართზე. 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია: 

  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე; პრეტენდენტმა წინადადება უნდა წარმოადგინოს ორ ვარიანტად:
    - დამკვეთის მიერ უზრუნველყოფილი დენის წყაროთი;
    - შემსრულებლის მიერ უზრუნველყოფილი დენის წყაროთი.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • სამუშაოს შესრულების ვადები; 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია); 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები. 

წინადადების წარდგენის წესი:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. 

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 14:00 საათამდე. 

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 11 66, საკონტაქტო პირი: ლერი ჭიპაშვილი.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება