ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21825 - ფასთა გამოკითხვა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ეძებს კომპანიას, რომელიც შეასრულებს პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

ღონისძიებები ისე უნდა წარიმართოს რომ 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №145-თან (საქართველოს მთავრობის დადგენილება №145 2016 წლის 29 მარტი ქ. თბილისი სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე).

კონტრაქტორს ევალება:

  • ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ობიექტებზე (კასპის ცემენტის ქარხანა, რუსთავის ცემენტის ქარხანა, ფოთის ცემენტის ქარხანა) პოლიქლორირებული ბიფენილების წყაროების აღმოჩენა;
  • პოტენციურად პქბ ზეთების შემცველი მოწყობილობების ეტიკეტის შესწავლა/დოკუმენტირება;
  • იდენტიფიცირებულ წყაროეზბე, საჭიროებისამებრ პქბ სინჯების აღება და შეგროვება;
  • აღებული სინჯის ლაბორატორიული ანალიზი;
  • პქბ-ს მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • პქბ-ის შემცველი ან მისგან დაბინძურებული მოწყობილობის/პქბ-ს შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირება;
  • პქბ-ის შემცველ მოწყობილობასთან მომუშავე პერსონალის ტრენინგი პქბ-ის მართვასთან დაკავშირებით;
  • პქბ-ის მართვის გეგმის შექმნა, „პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესის“ (დანართი №4) შესაბამისად;
  • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის კორექცია, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 29 მარტის საქართველოს მთავრობის დადგენილება №145-თან შესაბამისობაში მოსასვლელად.

გთხოვთ წარმოადგინოთ შეთავაზება 2024 წლის 25 აპრილის 18:00 საათამდე. 

განსახორციელებელი სამუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 577 77 10 17
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@cement.ge

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და შეთავაზების წარდგენასთან დაკავშირებით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@cement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 71900000 ლაბორატორიული მომსახურებები
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში