ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21925 - ტენდერი სათაო ოფისის მესამე სართულის საოფისე ავეჯის დამზადებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს სათაო ოფისის მესამე სართულის საოფისე ავეჯის დამზადებასა და მონტაჟზე.

ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.

ტენდერის პირობები:

  • მომწოდებელი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ავეჯის დამზადება/მიწოდებას კონტრაქტით განსაზღვრულ ვადებში;
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და
  • ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები საქართველოს მაშტაბით;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
  • კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
  • წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

სამხარეულოს ფერის შერჩევა მოხდება გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებით.

ანგარიშსწორების პირობები:

შეკვეთის დასრულების(დამზადება/მიწოდება) შემდგომ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას.

  • მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული
  • შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება;−ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

გამარჯვებულის გამოვლენა

სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
  • პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
  • მოწოდების ვადები;
  • კომპანიის გამოცდილება.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:

  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით).

თანდართული დოკუმენტაცია :

  • დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
  • დანართი N2 – ფასების ცხრილი;
  • დანართი N 3 - პროექტის ნახაზები
  • დანართი N 4- რენდერები

შემოთავაზებების მიღების წესი:

შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 26 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.

წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:

  • ტენდერის სახელწოდება
  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)

ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 29 აპრილს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge

დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.
ნომრებზე:

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი:
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888

ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი:
ელენე მუსხელიშვილი
577372939

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები