26 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21933 - ტენდერი სერვის ცენტრების სარეკლამო აბრების დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს სერვის ცენტრების სარეკლამო აბრების დამზადება/მონტაჟზე სპეფიციკაციების (დანართ N2) შესაბამისად.
ტენდერის მიზანია გამოავლინოს დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნილი მომსახურების გაწევას.
ტენდერის პირობები:
- მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში ფასი უნდა იყოს გამოსახული ლარში, უნდა მოიცავდეს დემონტაჟისა და მონტაჟის ღირებულებას, ტრანსპორტირების/მოწოდების
- ხარჯებს საქართველოს მაშტაბით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე;
- დანართი N2 მითითებული არის სტანდარტული ზომები (აბრის ესკიზის მიხედვით, შეიძლება დაკორექტირდეს ზომები);
- სარეკლამო აბრის საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვროს 3 წლის ვადით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე , უნდა ჰქონდეს შესრულებული მსგავსი პროქტი;
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა დანართი N 1;
- წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული;
- კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
დამატებითი მოთხოვნა :
- სასურველია მოხდეს ძველი აბრების დემონტაჟი და უტილიზაცია. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში გთხოვთ საფასური მიუთითოთ ფასების ცხრილში გათვალისწინებულ გრაფაში.
- აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტრანსპორტირება მოხდება სს “სილქ ბანკ”-სა და გამარჯვებულ კომპანიას შორის შეთანხმებულ მისამართზე.
ანგარიშსწორების პირობები:
- შეკვეთის დასრულების(დამზადება/მიწოდება) შემდგომ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას.
- მომწოდებელი ვალდებულია ანგარიში გახსნას სილქ ბანკში;
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთ ან რამოდენიმე კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი;
- პროდუქციის ხარისხი/სპეციფიკაცია;
- მოწოდების ვადები;
- საგარანტიო პირობები;
- კომპანიის გამოცდილება.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდესტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში
ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოთავაზება.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, გამოცდილება, კლიენტების სია (თავისუფალი ფორმით)
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა ;
- დანართი N2 - ფოტომასალა და სპეციფიკაცია;
- დანართი N3 - ფასების ცხრილი;
- დანართი N4- ფილიალების მისამართები.
შემოთავაზებების მიღების წესი
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 26 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
- მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები:
- ტენდერის სახელწოდება
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება ასევე გამოაგზავნოთ ელექტრონულიფორმით 29 აპრილს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი
577372939
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
- 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა