ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21972 - ტენდერი საფოსტო-საკურიერო მომსახურებაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: შეთავაზებების მიღების ვადად განისაზღვრა 7 მაისი, 18:00 საათი.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება 2 წლის ვადით.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

  • საფოსტო-საკურიერო საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
  • მომსახურე კომპანიას სავალდებულოა ჰქონდეს მოქნილი და გამჭვირვალე ელექტრონული პროგრამა, რომელზეც წვდომა ექნება ბანკის თოთოეული ფილიალის/სერვისცენტრის კონკრეტულ თანამშრომელს და შეეძლება ონლაინ სისტემის მეშვეობით გააგზავნოს გზავნილები;
  • ელექტრონულ პროგრამაში ასახული ყველა მოქმედება იყოს თვალსაჩინო, ჩანდეს გზავნილის მოძრაობის სრული ციკლი, თარიღების, ვადების და სხვა დეტალების გათვალისწინებით;
  • ელექტრონული პროგრამა მყისიერად უნდა ასახავდეს გზავნილის ჩაბარება/არ ჩაბარების სტატუსს.
  • პროგრამიდან შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემის/რეპორტების გადმოტანა.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :

  • შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 07 მაისი(18:00 სთ-მდე). 

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მაისის 18:00 სთ-მდე
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტა: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702 

ტენდერის კატეგორია:

  • 64100000 საფოსტო და საკურიერო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 აპრილი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა