ჩაბარების ვადა:

6 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22015 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია G&A Group აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • კომპანიის მიმოხილვა
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი, ტექნიკური დოკუმენტაცია.
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • საგარანტიო ვადა
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 1 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციისსაკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შესასყიდი პროდუქციის მიწოდება.
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. განიხილება საქონლის მიწოდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველთვიურად (ჯამში 12 თვე), მოთხოვნის შესაბამისად.
  • დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია მიაწოდოს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში;
  • დამკვეთის მიერ მიწოდებული საქონლის საფასურის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება მიმწოდებლის ხარჯებით უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში მისამართზე: ქ. თბილისი, დემეტრე თავდადებულის 29
  • ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად, უნდა მიუთითოთ საქონლის საბოლოო ღირებულება.
  • პრეტენდენტი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენელს (ტელ:555540035) წარუდგინოს ნიმუშები (1 ეგზემპლარი) თითოეულ პოზიციაზე. გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კომპანიის საწყობში და დაედარება მოწოდებულ პროდუქციას ყოველ ჯერზე.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას; 
  • ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
  • შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად;
  • მოცემული მონაცემები არის საორიენტაციო, შემსყიდველი უფლებას იტოვებს არ აითვისოს სრულად განსაზღვრული ოდენობები

შესასყიდი მიმართულებები:

  • იატაკების რეცხვა
  • საკვები პროდუქტების საწარმოო არეების ზედნაპირების დასუფთავება
  • საკვები პროდუქტების დანადგარების რეცხვა
  • საკანალიზაციო მიამრთულება
  • სამუშაო არეები და საპირფარეშოები

გამოგზავნილი უნდა იყოს ხსნარების სფეციფიკაცია და არა ასორტიმენტი და შესაბამისობის სერთიფიკატი.

ინფორმაცია
 პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასებისა და სახეობების შესაბამისად;

მახასიათებლების (ზომა, წონა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წინასწარ იყო ასახული განფასებაში.

პრეტენდენტი ვალდებულია წინადადებას თან დაურთოს საქონელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ არსებული დოკუმენტები.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 06 მაისი 18:00 საათი;

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: t,geldiashvili@gagroup.com.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
t.geldiashvili@gagroup.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია