ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22053 - ტენდერი საკონტეინერო საზღვაო გადაზიდვის მომსახურებაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ინვეტი აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე (საზღვაო).

სატრანსპორტო მომსახურების აღწერა:

პორტუგალიიდან ტვირთის ტრანსპორტირება 40 ფუტიანი კონტეინერით.

დეტალები:

  • შემსყიდველისთვის მრავალჯერადი საზღვაო/სატრანსპორტო მომსახურების გაწევა;
  • თვეში საჭირო იქნება 2 ან 3 კონტეინერის ტრანსპორტირება;
  • 1 კონტეინერის წონა - 26 ტონა (ნეტო);
  • დატვირთვის მისამართი - PETMAXI S.A. Rua General Humberta Delgado, 470 Gravulha-Aguas Belas 2240-037
  • ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - საქართველო, ფოთი.
  • კომპანიას უფლება აქვს მომსახურება გაწიოს მათ შორის ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, დამკვეთის წინასწარი თანხმობით.
  • მომსახურების გაწევა (ტვირთის აღება) შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანს 10 კალენდარული დღისა, ხოლო ტრანპორტორების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 70 კალენდარულ დღეს (ტვირთის აღებიდან).

მონაწილის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება;
  • მომსახურების სრული ღირებულება; (წარმოდგენა დასაშვებია უცხოურ ვალუტაში. ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობით ანალოგიურიმომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს არანაკლებ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ 5 სამუშაო დღე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება შემსყიდველის მასალას ტრანსპორტირებისას;
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიას მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, დატვირთვის დღისა და დროის შეთანხმება შესაბამის საკონტაქტო პირთან.
  • ყველა შესაძლო მოცდენის შესახებ წინასწარი ინფორმირება (ტარიფები დღეების/საათების მიხედვით) სავალდებულოა.
  • გაწერილი გრაფიკით მოწოდება მკაცრად სავალდებულოა.

სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. გადამზიდი კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება შემსყიდველის შეხედულებისამებრ წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას გამოავლენს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი და აცნობებს მას გადაწყვეტილებას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი სატრანსპორტო კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  10.05.2024 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

ლუკა ფარეიშვილი
032 2 25 19 66

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 აპრილი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა