ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22114 - ტენდერი ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი მოძრავი ქონების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ბანკის საკუთრებაში არსებული მეორადი მოძრავი ქონების (მანქანა-დანადგარები, ინვენტარი/ტექნიკა) შეფასების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით,  ყოველდღიური შეკვეთის საორიენტაციო მოცულობით: 5 დასახელების ქონება.

მიმდინარე დავალება:

გარდა ყოველდღიური შეკვეთებისა, ბანკს მიმდინარე ეტაპზე აქვს საჭიროება შეაფასოს ცხრილში N1 მითითებული რაოდენობის აქტივები ერთად:

  • გამარჯვებულ კომპანიას შესაფასებელი ქონებების შესახებ დავალება გაეგზავნება ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
  • ბანკის მხრიდან გაზიარებული იქნება ქონების შესახებ ინფორმაცია.
  • შეფასება უნდა მოხდეს ინსპექტირებით.
  • კომპანიამ ანგარიშების მომზადება უნდა შეძლოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
  • აქტივების რაოდენობიდან გამომდინარე, ცხრილ N1-ში მითითებული აქტივების შეფასებისთვის ბანკი ითხოვს ცალკე განფასების მომზადებას.
დასახელება რაოდენობა
პოს ტერმინალი 1,600
კომპ. ტექნიკა/UPS 772

კომპ. ტექნიკა/ლეპტოპი

1,766

კომპ. ტექნიკა/პროცესორი

4,056

სულ ჯამი

8,194

*ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს ერთზე მეტ კომპანიასთან და ამ მიზნით დაკვეთები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

1.2 აუცილებელი მოთხოვნები მომსახურების შესახებ:

  • ტენდერი მოიაზრებს დამოუკიდებელი შემფასებლის ან ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აღნიშნული მოძრავი ქონების ეტაპობრივად შეფასებას და ამ ქონების საბაზრო ფასის დადგენას.
  • სამუშაოს შესრულების ვადა დაკვეთიდან განისაზღვრება არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ოდენობით, რის შემდგომაც ბანკმა უნდა მიიღოს აღნიშნული ქონების შეფასების ანგარიში.
  • საჭიროების და მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ თითოეულ დასახელებაზე უნდა განსაზღვროს 4 სახის ღირებულება:
    - მეორადი კარგი ნივთის საცალო ღირებულება,
    - მეორადი კარგი ნივთის საბითუმო ღირებულება,
    - მეორადი დაზიანებულის საცალო ღირებულება,
    - მეორადი დაზიანებულის საბითუმო ღირებულება.
  • „მოძრავი ქონება“ მოიაზრებს ყველა იმ ნივთს რომელიც არის საქართველოს ბანკის საწყობში. ასეთი ნივთები შესაძლოა იყოს: მაგიდა, სკამი, სანათი, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა, სამეურნეო საქონელი, სალარო მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და მისთ.
  • „შეფასების ანგარიში“ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ქონების დასახელება, ქონების მდგომარეობა, ფოტოსურათი, რაოდენობა, ინსპექტირების თარიღი, შემფასებლის პროფესიული მოსაზრება ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ და შეფასების მეთოდოლოგიის მიმოხილვას. ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

1.3 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მომსახურე კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მომსახურების შესრულებაში, ამასთან მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილება სხვა კომპანიებთან (მათ შორის ფინანსურ ინსტიტურებთან).
  • მომსახურების შესასრულებლად კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი, შესაბამისი სერტიფიკატებითა და უფლებამოსილებებით.
  • ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შემოთავაზებული ტარიფი იქნება ფიქსირებული. 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

1.4 ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ  პლატფორმაზე https://tenders.ge/ დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, დასკანერებული სახით.
  • ამასთან, კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია, არსებული სერვისების ჩამონათვალი და ა.შ.).
  • რეკომენდატორების შესახებ ინფორმაცია (მინიმუმ მიმდინარე 3 კონტრაქტორი), მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია (დანართი 1).
  • განფასება /ფინანსური შეთავაზება (დანართი 2).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

1.5 დამატებითი ინფორმაცია:

ბანკს გააჩნია 2000-მდე დასახელების დასაწყობებული მოძრავი ქონება.

  •  შეფასების ანგარიშის მომზადება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინსპექტირებით, ასევე ინსპექტირების გარეშე;
  • ანგარიშის მომზადება ინსპექტირებით:
    - ბანკი მოამზადებს შესაფასებელ ქონებას და დროებითად განათავსებს მას საწყობის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე.
    - ინსპექტირების ადგილია საქართველოს ბანკის საწყობი რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭირნახულის 9.
    - კომპანია მოახდენს აღნიშნული ქონების ინსპექტირებას და შემდგომში შეფასების ანგარიშის მომზადებას.
  • ანგარიშის მომზადება ინსპექტირების გარეშე:
    - ბანკი კომპანიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას შესაფასებელი ქონების შესახებ, კერძოდ: ქონების ტიპს, დასახელება, სტატუსს, რაოდენობას, მდგომარეობის აღწერასა და ფოტო-სურათებს, რომლის საფუძველზეც კომპანია მოახდენს შეფასების ანგარიშის მომზადება.
  • განფასებაში მოიაზრება, რომ შეფასებისათვის განკუთვნილი ნივთების აღრიცხვა არ უნდა იყოს დამოკიდებული ნივთების რაოდენობაზე.
    - ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ნივთების დასახელების და მდგომარეობის შესაბამისად.
    - მაგალითად: თუ ბანკის მოთხოვნით შეფასდა 50 ერთი და იგივე დასახელების კომპიუტერის ეკრანი, მაგრამ ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ 30 არის კარგ მდგომარეობაში და 20 ცუდ მდგომარეობაში, ბანკი გადაიხდის 1 ვიზიტის საფასურს დამატებულ 2 შეფასების ღირებულებას.

1.6 შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ფინანსური წინადადება 70%
  • შესრულების ვადები 20%
  • კომპანიის გამოცდილება 10%

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე,  დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
+995 (579) 24 34 75

ნინო მიქელაძე
nimikeladze@bog.ge
+995 (599) 88 43 22

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 მაისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა