ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22115 - ტენდერი სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

()იპ კავკასიის ფრანგული სკოლა (კავკა)“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: 

კავკასიის ფრანგული სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვამონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს ()იპ კავკასიის ფრანგული სკოლა“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 15 მაისის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
     - ტენდერის გამოცხადება - 2 მაისი 2024
     - სატენდერო წინადადებების მიღება - 15 მაისი 2024
     - შერჩეული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 20 მაისი 2024
     - ხელშეკრულების გაფორმება - 30 მაისი 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოსახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით,

ტენდერითშესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესასყიდი საქონელისარემონტო სამუშაოების შესყიდვა

  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართი #2-ში;
  • დანართი #2 შესაძლოა დაზუსტდეს სარემონტო სამუშაოების პროცესში.

შერჩევისკრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა დაწარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდეროწინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების/მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/სანდოობა

სატენდერო წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  •  „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #3-ში მითითებული სახით;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ“, შევსებული დანართ #6-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი „სატენდერო წინადადება“ - დოკუმენტი მოცემულია დანართი #1-ს სახით;
  • „სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკი“ შევსებული დანართ #4-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესრულებულისამუშაოების საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ - დოკუმენტი მოცემულია დანართი #7-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემულიდა დადგენილი დანართი #2-ის სახით;
  • „ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმების, ვადების და პირობების შესახებ“ შევსებული დანართ #5-ში მითითებულისახით.

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირისმიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებსრომ მისთვის ცნობილიარომ ხელშეკრულების 
მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლებაგაზარდოს სახელშეკრულებო ფას(ებ)ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის
მდგომარეობა.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;ყ
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობასტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორცშერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შენიშვნა #1: სასურველია განფასება მოხდეს ადგილზე ვიზიტისა და სამუშაოების შეფასებისშემდეგ.

სატენდერო წინადადების წარდგენა:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ფოსტაზე: finance@efc.edu.ge
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 15 მაისი 18:00 საათისა.
  • შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულიფოსტის მისამართზე: finance@efc.edu.ge

სარმონტო სამუშაოების დეტალებთან  დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:

კავკასიის ფრანგული სკოლის ტექნიკური უფროსი
ვასო მღებრიშვილი
ელ. ფოსტა: vaso.mgebrishvili@efc.edu.ge
მობ: 577 078 407

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება