
17 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22146 - ტენდერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურების შესყიდვაზე.
მომსახურების აღწერილობა:
მომსახურების მომწოდებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება, რაც თავის მხრივ მოიცავს:
- კომპანიის საქმიანობის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან და აღნიშნულის ფარგლებში არსებულ მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან ან/და პოლიტიკებთან/პროცედურებთან.
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა. არსებული პროცესების შესწავლა, მათგან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, მითითებებს/რეკომენდაციებს მიცემა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით.
- კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის , მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და მათთან კომუნიკაციის პოლიტიკის შემუშავება, პერსონალურ მონაცემთა წაშლის, შევსების, გასწორების, დამუშავების შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვისა და განახლების პოლიტიკის, ასევე ვიდეო-აუდიო მონიტორინგის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის და სხვა შემუშავება.
- კომპანიაში პროცესების წარმოებისას, ინფორმაციის მიმოცვლისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის კონტროლი.
- მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობის ფორმების შემუშავება ,როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის/კონტრაგენტებისთვის;
- შესაბამისობის შემოწმების/კონტროლის მექანიზმების შემუშავება.
- კომპანიაში ვიდეო-აუდიო მონიტორინგის განხორციელების პროცესის შემოწმება
- კომპანიაში შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების პროცესის შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან.
- კონტრაქტორთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
- კომპანიის მიერ სადაზღვევო კომპანიებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის დასაქმებულთა მონაცემების, მიწოდების პროცესის შესაბამისობის შემოწმება.
- კომპანიის პროდუქტების მომხმარებელთა მონაცემების დამუშავების შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის და არა მარტო უზრუნველყოს დაგროვებითი ბარათის და კომპანიის აპლიკაციის მფლობელთა მონაცემების დამუშავების წესის შესაბამისობის შემოწმება.
- ფაილურ სისტემათა კატალოგის რეესტრის წარმოება,მისი შესაბამისობის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
- მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემოწმება.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების შემოწმება (ავტორიზებული წვდომები პერსონალურ მონაცემებზე; პერსონალური მონაცემების განცალკევებულ ადგილას შენახვა და ა.შ.);
- შემოწმება/მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა განადგურების პროცესში .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, მიმართოს ყველა აუცილებელ ღონისძიებას და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, მათ შორის:
- მიიღოს რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან.
- საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს კომპანიის სათავო ოფისსა და მისი მართვის ქვეშ შემავალ ობიექტებში ვიზიტი.
- შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შეაფასოს შესაძლო რისკები და მიაწოდოს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია კომპანიას;
ანგარიშის/დასკვნის მომზადება:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს პერიოდული ანგარიში, საქმიანობის განხორციელების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
- კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია დასკვნაში მიუთითოს:
- შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა.
- კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი რჩევა/რეკომენდაცია.
- განუსაზღვროს კომპანიას ეფექტური მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაში.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- სერვისის აღწერილობა დეტალურად
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაცია:
- სასურველია, რომ მომსახურების გამწევს გააჩნდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება და CIPP/E სერტიფიცირება.
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 7 მაისიდან 2024 წლის 17 მაისის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
mariam.kuliashvili@orinabiji.ge
ტელ: 511 33 39 05
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები