ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22158 - ტენდერი გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 17 მაისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრებისა და ბექ-ოფისების გათბობა-გაგრილების სისტემის გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).

ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს. 

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. 

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ფიქსირებულად ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • გეგმიური მომსახურების ფასების ცხრილი
  • მასალათა ფასების ცხრილი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (პორტფოლიო/პრეზენტაცია), საქმიანობის მოკლე აღწერილობა
  • არანაკლებ 2 სარეკომენდაციო წერილი
  • არანაკლებ 3 თანამშრომლის რეზიუმე

პრეტენდენტმა უნდა შეავსოს წარმოდგენილი ექსელის პრეისკურანტი, მიღებული საერთო ღირებულება კი გადმოიტანოს ფასების ცხრილში, პრეტენდენტმა უნდა ჩაწეროს საქართველოს ბანკის ოფისების გეგმიური შემოწმების ღირებულების წლიური ჯამი.

სასურველია პრეტენდენტმა წარადგინოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტები 

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს  არანკლებ 3 (სამი) წლიანი ანალოგიური გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020-2024 წლების პერიოდში არ უნდა იყოს 500 ათას ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულიასახელწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით.

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია: 

  • შეასრულოს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში მითითებული ობიექტების მომსახურება და კონტროლი, მოთხოვნის შესაბამისად.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, ყოველ დაფიქსირებულ ინციდენტზე ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე თბილისის მასშტაბით არაუმეტეს 2 საათში და რეგიონების მასშტაბით არაუმეტეს 8 საათში. გამონაკლისია საქართველოს ბანკის სათაო ოფისი, სადაც ინციდენტზე რეაგირების ვადად განისაზღვრება არაუმეტეს 1 საათი.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, თბილისის მაშტაბით დამატებით არაუმეტეს 4 საათში და რეგიონების მასშტაბით დამატებით არაუმეტეს 8 საათში. გამონაკლისია საქართველოს ბანკის სათაო ოფისი, სადაც პრობლემის მოგვარების ვადად განისაზღვრება დამატებით 2 საათი 
  • მიმწოდებელი ვალდებულია ბანკის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) საათში დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის მიღება.
  • მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად/არასრულად შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომწოდებელს თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე ერთჯერადი პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
  • მომწოდებელი ვალდებულია სამუშაოების ჩატარებიდან, ერთი თვის მანძილზე, იმავე ობიექტზე განმეორებითი პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის აღმოსაფხვრელად საჭირო დამატებითი ვიზიტები განახორციელოს უსასყიდლოდ. 
  • უდიერად მოპყრობისა და ქონების დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს მომწოდებელს ზიანის ანაზღაურება; 
  • მომწოდებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე შეასრულოს საჭირო სამუშაოები ობიექტებზე, სამუშაო საათების დროს (მცირე სამუშაოები), სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შაბათ-კვირას (ძირითადი სამუშაოები).
  • სს „საქართველოს ბანკის“ ობიექტებზე გეგმიური პრევენციის (ბანკის მოთხოვნის შესაბამისად) ან/და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს აწარმოოს დოკუმენტირება ბანკის მიერ დანერგილ პროგრამაში UpKeep. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ჩატარებული სამუშაოების, გახარჯული მასალების ჩამონათვალსა და დასახელებებს. 
  • ბანკის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (UPKEEP) ტრენინგს განახორციელებს დამკვეთი.
  • მომწოდებელი ვალდებულია ნებისმიერ ინციდენტზე აწარმოოს უკუკავშირი ბანკის წარმომადგენლებთან ოფიციალური ფორმით, რაც გულისხმობს დამკვეთის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით/ელექტრონული ფოსტით შეტყობინებას, ამგვარ შეტყობინებად არ ჩაითვლება სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა არხები. 
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომსახურების გამწევი თანამშრომლების პირადი მონაცემების გადაცემა ბანკისათვის კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ფილიალებში დაშვების უზრუნველყოპფის მიზნით.
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს (გადაუგზავნოს) ინფორმაცია სამუშაოს შესრულებაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს, რათა დამკვეთის მხრიდან მოხდეს შესაბამისი გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
  • აღნიშნული შესრულების აქტის არ წარდგენის შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას არ აუნაზღაუროს დამკვეთს სამუშაოების ღირებულება. 
  • იმ შემთხვევაში თუ მომწოდებლის მიერ ბანკის ობიექტებზე გამოგზავნილი ტექნიკური პერსონალი არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ დაიცავს დამკვეთის მოთხოვნებს და არაპროფესიონალურად გაუწევს მომსახურებას, ბანკი უფლებამოსილია მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს შერჩეული პერსონალის გამოცვლა და მომწოდებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში ბანკს შესთავაზოს შესაბამისი ან უკეთესი კვალიფიკაციის შემცვლელი პირი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს ახალი პერსონალის რეზიუმე.
  • მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების სპეციფიკის, საქართველოს კანონმდებლობისა და უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით უზრუნველყოს თავისი თანამშრომლების აღჭურვა შესაბამისი აღჭურვილობით და სამუშაო ცოდნით.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოს შესრულების დროს თანამშრომლების უნიფორმით იდენტიფიცირება.
  • მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შეასრულოს ბანკთან წინასწარი შეთანხმებით,სს „საქართველოს ბანკის“ მითითებული ობიექტების საჭირო/სარევიზიო გეგმიური სამუშაოები.
  • მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე მიაწოდოს და შეუთანხმოს ბანკს  გეგმიური სარევიზიო სამუშაოების ჩატარების ცხრილი, მთელი საქართველოს მაშტაბით, ობიექტების სპეციფიკაციის გათვალისწინებით.  
  • ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ. ამასთან მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული შეთანხმების გაცნობა მომსახურების გამწევი თანამშრომლებისათვის და მათ მიერ აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა;

საჭირო სათადარიგო და ახალი მასალის/აგრეგატების მოწოდება

  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მომწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილები მიყიდოს ბანკს წინასწარ შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად, არასტანდარტული აითემების შესყიდვა წინასწარ უნდა იყოს ბანკთან შეთანხმებული.
  • ახალი სათადარიგო ნაწილების ან/და დანადგარის ხარისხი შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან.
  • მომწოდებელი ვალდებულია სს „საქართველოს ბანკის“ ობიექტებიდან მოხსნილი და შეცვლილი ყველა სათადარიგო ნაწილები ან/და აგრეგატები დაუბრუნოს დამკვეთს.
  • შეცვლილი ან/და მოხსნილი სათადარიგო ნაწილების ან/და აგრეგატბის არ დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული მოწყობილობების ღირებულების გადახდა ჯარიმის სახით დაეკისრება მომწოდებელს.
  • მიმწოდებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე შეცვლილი ნაწილის ტრანსპორტირება განახორციელოს საქართველოს ბანკის ლილოს საწყობში მისამართზე, ჭირნახულის N9

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშრებულ საკითხზე დაუკავშირდით:

ბექა მუმლაძე
551 46 20 03
 

ტექნიკურ საკითხებზე:
ბექა კურტანიძე
555 10 99 62

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 მაისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა