
20 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T22196 - ტენდერი კონდიციონერების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს კონდიციონერების შესყიდვაზე.
კონკრეტული დავალება:
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა მოგვაწოდოს კონდიციონერები აღნიშნული პარამეტრებით ქვემოთ მოცემულ მისამართებზე:
- ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა -1 ცალი კონდიციონერი 18 000 BTU
- ქ. ფოთი, გურიის ქუჩა – 1 ცალი კონდიციონერი 24 000 BTU
- ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #70 – 1 ცალი კონდიციონერი18 000 BTU
- საგარეჯო, კახეთის გზატკეცილის ქ. #14-1 ცალი კონდიციონერი 18 000 BTU
- სამტრედია, ბახტაძის ჩიხი #23 -1 ცალი კონდიციონერი 9000 BTU
პრეტენდენტის შემოთავაზება ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქონლის კონკრეტულ მისამართამდე ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯებს (გთხოვთ, ცალკე გამოყოთ საქონლის ღირებულების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ფასები); ასევე არასტანდარტული მონტაჟის შემთხვევაში მონტაჟის ღირებულება და დამატებით მასალების ღირებულებაც (მილები)
პრეტენდენტმა თითოეულ შემოთავაზებულ კონდიციონერზე უნდა მიუთითოს სიმძლავრე (BTU). - ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;-ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მოდელისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ;
ასევე 30% რაოდენობის ზრდის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა შეძლოს ტენდერში არსებული ფასებით მოთხოვნის დაკმაყოფილება
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
შემოთავაზებული პროდუქცია უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ბაზარზე არსებული ცნობადი ბრენდების ნაწარმს.
გადახდის პირობები:
- ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მოწოდებიდან და მონტაჟიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად.
ტენდერის ვადები: 5 სამუშაო დღე
საგარანტიო პირობები: არანაკლებ 2 წლიანი ოფიციალური გარანტია
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 მაისი 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ნანა შაიშმელაშვილი
ტელ: +995598727027
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები