
24 მაისი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT22251 - ტენდერი მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს მცენარეების მოვლის მომსახურების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (#1 დანართი) შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (#1 დანართი);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს #1 დანართში მითითებულ მისამართებზე;
შენიშვნა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები :
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლიანი თანამშრომლობის ვადით, ხელშეკრულების დრაფტის (#2 დანართი) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მაისი, 17:00 საათი
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები