
23 მაისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22254 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე:
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება საწყის ერტაპზე ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება (მომსახურებისგაგრძლება დამოკიდებულია 1 წლიანი სამუშაო პერიოდის შედეგების შეჯამებით).
- ძირითადი მოთხოვნები იხ. დანართ #1-ში
- ობიექტების მონაცემები იხ. დანართ #2-ში
- მოთხოვნის მიხევით მისაწოდებელი პროდუქცია იხ. დანართ #3-ში
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
- სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: -
- შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. თანდართული ფაილი-დანართი #1)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, გადასახადების ჩათვლით, ღირებულება უნდა მოიცავდეს როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ქიმიური საშუალებების და ტექნიკური აღჭურვილობის მონაცემებს);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 3 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით მეილზე- tenders@basisbank.ge (subject-"ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე")
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 23 მაისი 18:00 სთ-მდე.
სერვისის დაწყების სავარაუდო თარიღი: 01.07.2024.
ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
გაგა ქემერტელიძე
ტელ: 579404894
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება