
ჩაბარების ვადა:
16 თებერვალი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2227 - ტენდერი ოფსეტური ბეჭდვის მომსახურების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოფსეტური ბეჭდვის მომსახურების შესყიდვაზე;
მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალურად შევსებული დანართი_1
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ნაბეჭდის ნიმუშები და სხვა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია მიაწოდოს ბანკს დალუქულ კონვერტში სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში – ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #2
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 9 თებერვლიდან – 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=702&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები