ჩაბარების ვადა:

24 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22302 - ტენდერი ბეტონის სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს Construction Service აცხადებს ტენდერს ბეტონის სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახე და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს /კომპანიებსღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის პირობები:

დეტალები პროექტის შესახებ:

ქ. თბილისში ალექსეევკის დასახლებაში (აეროპორტის მიმდებარედ) მუნიციპალური ავტობუსების პარკისთვის ახალი ავტობაზის მშენებლობა.

  • . თბილისში ალექსეევკის დასახლებაში (აეროპორტის მიმდებარედ) მუნიციპალური ავტობუსების პარკისთვისახალი ავტობაზის მშენებლობაზე ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეპერსონალით.(ხელოსნები, დამხმარე მუშები)
  • პერსონალის ტრანსპორტირება ობიექტზე და მათი პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა
  • სამუშაოები შესრულდება 2 ცვლაში 16 საათის განმავლობაში 

შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ განხორციელებულსამუშაოებზეშესაბამისად 
ხელშეკრულება გაფორმდება საგარანტიო პირობებით

პროექტის დანართები:

  • კონსტრუქციული ნახაზები.
  • ხარჯთაღრიცხვის ფორმა
  • შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ობიექტის მდებარეობა.

ერთეულის ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს:

  • მომსახურების ფასი ყველა გადასახადის გათვალისწინებით;

ანგარიშსწორების პირობები:

  • შპს Construction Service- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას, სატენდეროწინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • მომსახურების ფასი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უცვლელი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის/მომსახურებისდასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@cs.ge  

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთკომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მომსახურების ფასი
  • მომსახურების ხარისხი 
  • კომპანიის გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდისარსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ანწარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 24 მაისი - 18:00 საათი.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბ-ნ დავით გაბრუაშვილს ნომერზე: 577 953 378

გთხოვთ, წინადადება წარმოგვიდგინოთ შემდეგი ფორმით:

  • ხარჯთაღრიცხვა ექსელის ფორმატში
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადოს მიმართ დავალიანების არქონის თაობაზე
  • მოკლე ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
  • ინფორმაცია კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკური ბაზის / მანქანა-მექანიზმების / სპეც-ტექნიკისთაობაზე
  • ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა)
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ პერსონალის რაოდენობა 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დავით გაბრუაშვილი 
577 953 378

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები