ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2024, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22452 - ტენდერი სამეურნეო პროდუქციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსის კლინიკებთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

  • შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 30 მაისის 17:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება: 17/05/2024
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 30/05/2024 
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 06/06/2024
  • ხელშეკრულების გაფორმება: 13/06/2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური ასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე ან მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მეშევეობით.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესყიდვის საგანი: სამეურნეო პროდუქცია.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის მიწოდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
  • აუცილებელი პირობაა, რომ შესასყიდი პროდუქციის მიწოდება (ტრანსპორტირება) მოხდეს მიმოწდებლის მიერ დანართ #6-ში ჩამოთვლილ ლოკაციებზე. ამასთან:
  • თვის ჯამური დაკვეთა გადაიგზავნება მომწოდბელთან ცენტრალიზებულად ყოველი თვის 5-10 რიცხვებში;
  • ობიექტების მომარაგება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე;
  • დამატებითი დაკვეთების შემთხვევაში ლოკაციები უნდა მომარაგდეს მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში;
  • მისაწოდებელი პროდუქციის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #1-ში მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა;
  • რეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესასყიდი საქონელი აუცილებელია პასუხობდეს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს;
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, საორიენტაციო ყოველთვიური რაოდენობა და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
  • შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.
  • მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ ჩამონათვალზე, ან ნაწილობრივ ჩამონათვალზე.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • გადახდის პირობა
  • როდუქციის ხარისხი
  • საგარანტიო პირობა
  • ომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 100,000 ლარი. კომპანიას პროდუქციის მიწოდება უნდა შეეძლოს მინიმუმ 60 დღიანი კონსიგნაციით. 

სატენდერო წინადადება:

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდატივი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ის სახით;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები); 

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. 

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა. 

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს კლინიკებში არსებული ყველა სახის დისპენსერების დემონტაჟი და ახალი დისპენსერების მონტაჟი (დისპენსერების ნივთობრივი სახით გადმოცემა დროებით სარგებლობაში და მონტაჟი) უსასყიდლოდ, ხელშეკრულების გაფომრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, კლინიკების ჩამონათვალი სადაც უნდა მოხდეს დისპენსრების დემონტაჟი/მოტაჟი მოცემულია დანართი #6 სახით 

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს
    -  ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 მაისის 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: atkemaladze@evex.ge
ტელ: 591407094

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 მაისი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა