ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22474 - ტენდერი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მუხრანის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქსნის“ ქვიშა ხრეშის საბადოს - იჯარით გაცემაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს  ელექტრონულ ტენდერს ერთ ლოტად: 

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მუხრანის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქსნის“ ქვიშა ხრეშის საბადოს - იჯარით გაცემაზე,

1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • 100 000 მ3 ქვიშა-ხრეშის ამოღება და გატანა 2025 წლის 31 მარტამდე
  • ღირებულება უნდა იყოს მოცემული - Lump Sum
  • შემსყიდველი ვალდებულია დაიცვას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლინცენზია N10001408 ყველა პირობა (აღნიშნული დოკუმენტი თანდართულია სატენდერო დოკუმენტაციაზე), რისი დარღვევის შემთხვევაშიხ მოიჯარე დაჯარიმდება
  • კონტრაქტორი დაიცვას ობიექტის მფლობელის მიერ დადგენილი შრომის უსაფრთხოების წესები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხობის ნორმები;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით დამდგარი ფინანსური პასუხისმგებლობა სრულად დაფაროთ თვითონ.
  • კონტრაქტორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარმეოს დაცვის ნორმები;
  • გარემოს დაცვის ნორმების დარღვევით დამდგარი ფინანსური პასუხისმგებლობა სრულად დაფაროს თვითონ.
  • შემსყიდველი ვალდებულია დაყენებული ტექნიკა (ექსკავატორი ა.შ), აღჭურვოს მინიმუმ 4 (ოთხი) ცალი ვიდეო მონიტორინგის კამერით, რაზეც GWP-ის (შპს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი) ექნება 24 საათიანი ონლაინ წვდომა
  • თვეში ერთხელ ან უფრო ხშირი პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ამოღებული/გატანილი მარაგის აზომვა და აქტის სახით მოწოდება - პერიოდულობა დაზუსტდება ურთიერთ შეთანხმებით
  • ომპანია (GWP)  უფლებამოსილია ობიექტზე მიავლინოს თანამშრომელი რომელიც ნებისმიერ დროს ზედამხედველობას გაუწევს პროცესს, კერძოდ აღრიცხავენ დატვირთულ და გასულ მანქანებს (სამუშაო საათები 9-დან 6-მდე, შაბათ-კვირის გარდა ან 24/7 - ურთიერთშეთნხმების საფუძველზე)
  • შემსყიდველი ვალდებულია დაკალიბრებულ სასწორზე აწონოს ტერიტორიაზე შესული ყველა გატანილი მანქანა. სასწორზე სავალდებულოდ უნდა იყოს დამონტაჟებული კამერა რომელიც გააკონტროლებს და დააფიქსირებს ტერიტორიაზე შესული მანქანის წონას. აღნიშნულ კამერებზე წვდომა უნდა ქონდეს GWP-ის და ავტომატურ რეჟიმში უნდა იგზავნებოდეს ინფორმაცია
  • სამუშაო საათები იქნება 9-დან 6 მდე შაბათ-კვირის გარდა ან 24/7 შემსყიდველთან შეთანხმებით
  •  მომწოდებელი ვალდებულია ობიექტზე არ შეუშვას სხვა ტექნიკა რომელიც არ იქნება კომპანიასთან შეთანხმებული და რომელიც არ იქნება აღჭურვილი კამერით.
  • ობიექტზე შესული ყველა ტექნიკის მონაცემები უნდა იქნეს მიწოდებული კომპანიაზე
  • 2025 წლის 31 მარტიდან არაუგვიანეს 10 აპრილისა სრულად დატოვოს ტერიტორია, ასევე გაანთავისუფლოს ყოველგვარი ნარჩენისგან. 

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 1.5 მომსახურების გაწევის ადგილი

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხრანის მიმდებარე ტერიტორია, „ქსნის“ ქვიშა ხრეშის საბადო. მიწისა და სამთო მინაკუთვნის ადგილი - 73 100 კვ მეტრი 

1.6 ანგარიშსწორების პირობები

  • სრული სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურება, შემსყიდველმა უნდა განახორციელოს პროპორცილულად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით - ყოველი თვის 1 დან 5 რიცხვამდე. პირველი გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • ყოველთვიური გადასახდელი თანხა არის სრული ღირებულების 1/10 მიუხედავად გატანილი რაოდენობისა, თუმცა თუ გატანილი პროდუქციის მოცულობა აღემატება ყოველთვიურად გასატანი პროდუქციის მოცულობას გადახდა უნდა მოხდეს გატანილი მოცულობის შესაბამისად - გადახდა მოხდება გატანილი რაოდენობის ღირებულებით.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1)
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ - შემსყიდველმა უნდა წარმოადგინოს დასტური რომ ის ტექნკა რომელიც შემოვა ტერიტორიაზე იქნება კამერებით აღჭყრვილი 4 ვე მხრიდან. ასევე უნდა დაადასტუროს რომ მის მფლობელობაში იქნება სასწრო რომელიც ასევე იქნება კამერით აღჭურვილი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის შესაბამისად.

1.9  სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 
    -გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულებისვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოსტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ივნისი 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1303); 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: . თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ივნისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა