ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2024, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T22506 - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადებების მიღების ვადა: 11 ივნისი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის აპარატის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

# სამუშაოს აღწერა სავარაუდო წლიური შესასყიდი რაოდენობები
1 ტრანსპორტირება - 50 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
2 ტრანსპორტირება - 100 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
3 ტრანსპორტირება - 200 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
4 ტრანსპორტირება - 300 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
5 ტრანსპორტირება - 400 კმ-მდე (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
6 Paybox-ის დემონტაჟი (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45
7 Paybox-ის მონტაჟი (რაოდენობა 1 ტრანსპორტირებისას 6-დან 15 ცალამდე) 45


სატენდერო მოთხოვნები

  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირების განხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
  • მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. კონტრაქტის გაფორმების ფაზაზე, შესაძლებელია 1 წლით ავტომატური განახლების პირობის პირობის გათვალისწინება.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს კომპანიის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
  • მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში სატვირთო მანქანის საჭიროების ხარჯს.
  • ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
  • კომპანიის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები;
  • გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარის ჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარს ექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომ დაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარის ტრანსპორტირება;
  • ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
  • ანაზღაურება - ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

დანართი N2- ფასების ცხრილი

ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 06/06/2024 18:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

 სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ივნისი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 მაისი 2024 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა