ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2024, 12:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T22508 - ტენდერი ეტიკეტის თერმოტრანსფერული პრინტერის, თერმოტრანსფერული ეტიკეტის და რიბონის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ეტიკეტის თერმოტრანსფერული პრინტერის, თერმოტრანსფერული ეტიკეტის და რიბონის შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
ეტიკეტების თერმოტრანსფერული პრინტერი TT Printer ZT231 203 dpi. Zebra Technologies 1
თერმო-ტრანსფერული ეტიკეტის რულონი Label, Polyethylene 51 x 25; 5,180 ეტიკეტი (8100T Z-DESTRUCT 3000PE) . Zebra Technologies 20
რიბონი TT Resin RIBBON 60mm 450M Zebra Technologies. 7


მოთხოვნილის გარდა სხვა მოდელის შემოთავაზება არ განიხილება

მახასიათებლები:

კონფიგურაციით: Printer ZT231, 4inch, 203 dpi, Thermal Transfer, Tear, EU/UK Cords, USB, Serial, Ethernet, BTLE, USB Host, EZPL

  • მასალა:

თვითწებვადი ეტიკეტის რულონი თავსებადი შემოთავაზებულ პრინტერთან.

მასალა: თეთრი, სინთეტური (პოლიეთილენის), თხელი, დესტრუქციული ზედაპირით. შეუძლებელია დაკრობის შემდეგ მისი დაუზიანებლად აძრობა. უძლებს სხვადასხვა ტემპერატურას (-40 / +80 გრადუსი), მზეს და გააჩნია ქიმიური მედეგობა (მაგალითად საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ).

მასალის ზედაპირი: გლუვი, ერთიანი, არადასერილი ზედაპირით.

ეტიკეტებს შორის მანძილი: 3 მმ.; ეტიკეტი ზომა: 51მმ * 25მმ (დასაშვებია 1მმ სხვაობა);

მომრგვალებული კუთხეებით.

  • რიბონი:

თავსებადია შემოთავაზებულ რიბონთან და ეტიკეტთან.

ზომა: 450მ; 60მმ

პრინტერის მწარმოებლის ორიგინალი.

ფერი: შავი.

ანაბეჭდი გამძლე და არ გადადის (იდღაბნება).

მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.

გარანტია - მოწოდებიდან 3 წელი.

ანაზღაურება - მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

მოწოდების მისამართი - ბელიაშვილის ქ. # 106

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  •  დანართი N2- ფასების ცხრილი
     - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით
      -  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  •  დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 ივნისი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 მაისი 2024 დრო 17:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა