ჩაბარების ვადა:
        
    17 ივნისი 2024, 17:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22560 - ტენდერი 20 სართულიანი კორპუსის სახანძრო და ბინის შესასვლელი კარით აღჭურვაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 4 ივნისი 2024 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივნისი 2024 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი“ აცხადებს ტენდერს დანართებით გათვალიწინებული მშენებარე - 20 სართულიანი კორპუსის სახანძრო და ბინის შესასვლელი კარით აღჭურვაზე - ჯამში 347 ერთეული.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 17 ივნისი 17:00 საათი.
 - ერთ პრეტენდენტს შეუძლია მოგვაწოდოს არაუმეტეს 2 შემოთავაზება რომელთაგან ერთი იქნება ადგილობრივი წარმოების, ხოლო მეორე - კონკურენტის;
 - განფასება უნდა მოიცავდეს ყველა დანახარჯს რაც საჭიროა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისშესასრულებლად (მათ შორის მასალები, შრომით დანახარჯები, უსაფრთხოების საშუალებები) დ.ღ.გ.-ს ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში. შესასრულებელი სამუშოების მისამართია: თბილისი, პ.დათუაშვილის 24 (ს/კ 01.14.02.013.207) ;
 - სამონტაჟო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2024 წლის 1 სექტემბერი, დასრულების ვადამ არ უნდა გადააჭარბოს პროექტის შესრულებისთვის საჭირო გონივრულ ვადას (დაზუსტდება მოლაპარაკების პროცესში);
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური ან უფრო დიდი მასშტაბის შესრულებული პროექტის მინიმუმ 2 (ორი) დადასტურებული ფაქტი ბოლო 2 წლის განმავლობაში;
 
ტექნიკური მოთხოვნები:
- კარის ფრთის ფურცლოვანი ფოლადის სისქე-1მმ საღებავის გარეშე;
 - კარის ფრთის შიგთავსი-Rockwool;
 - კარის ფრთის შიდა დატიხვრის ნიმუში იხ.დანართი N2;
 - კარის ფრთის საერთო სისქე - 50მმ; 
 - ჩარჩოს ფურცლოვანი ფოლადის სისქე - 1.6მმ საღებავის გარეშე;
 - ჩარჩო ე.წ. ნალი
 - სტანდარტული სრული ზღურბლით, თერმული რეზინით; 
 - საღებავი-ფხვნილოვანი. 20 წთ-იანი კარის ფერი RAL7016; ფუშ-ბარიანი კარის ფერი RAL9010;
 - შიდა მხრიდან სწრაფი გაღების ღერძი (ფუშბარი) და შვეიცარი ანჯამაში ჩამონტაჟებული მხოლოდ იმ კარებისთვის რომელიც მითითებულია დანართში N1. ფუშბარის ტიპი მოცემულია დანართი N2-ში; 
 - საკეტი და აქსესუარები KALE-ს ბრენდის ყველა კარზე, ფერი ინოქსი ;
 - 20 წუთიან კარზე დამატებით შიდა ურდული (ე.წ. ზაშოლკა) და საჭვრეტი; 
 - ანჯამების შედუღების ნიმუში იხ. დანართი N2;
 - ყველა კარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებას, ხოლო მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გაცემული შესაბამისი ხანძარმედეგობის სერტიფიკატი;
 - წინადადება უნდა მოიცავდეს კარის მონტაჟს;
 - * შენიშვნა: მონტაჟი მოხდება მოხვეწილ იატაკზე.პრეტენდეტებმა წინადადების წარმოდგენისას თან უნდა დაურთონ მოსაწოდებელი კარების და აქსესუარების რეალური ფოტო/ვიზუალური მასალა.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 17 ივნისი, 17:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: 557117111
ელ.ფოსტა: n.porchkhidze@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები