ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22636 - ტენდერი საბანკო რისკების კომპლექსური, ელექტრონული და კომპიუტერული დანაშაულის დაზღვევაზე (BBB)

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს  საბანკო რისკების კომპლექსური, ელექტრონული და კომპიუტერული დანაშაულის დაზღვევაზე (BBB).

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება  ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურებაზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადებას ქართულ ენაზე, (მომსახურების ტარიფები და პირობები, ლიმიტი 1,000,000 აშშ დოლარი) 
  • მომწოდებელმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინოს ორ ვარიანტად:
     - ფასი 1 წლის მომსახურების შემთხვევაში
     - ფასი 2 წლიანი მომსახურების შემთხვევაში
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი ( ბოლო 6 თვის გაცემული)
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივნისი (18:00 სთ-მდე)   ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.  

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 ივნისი,  18:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:

ირაკლი მიქაძე, 
ელ.ფოსტა: irakli.mikadze@terabank.ge 
ტელ: 255 00 00 /  (შიდა 2005)
მობ:595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები