21 ივნისი 2024, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22638 - ტენდერი სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვასა და მოწოდებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: ტერაბანკი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 7 ივნისი 2024 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივნისი 2024 დრო 18:00
 - უფასო მონაწილეობა: კი
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა/მოწოდების თაობაზე.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
 - კომპანიის საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, გამოცდილება მსგავსი პროექტების ჩამონათვალი და აღწერილობა.
 - წყლის დისპენსერის შესახებ დეტალური ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა, მათ შორის დისპენსერის ფოტოსურათების წარდგენა. (დანართი N1-ტექნიკური დავალების მიხედვით) დისპენსერის ხარისხის შესაბამისი ყველა სახის სერტიფიკატის წარდგენა
 - მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
 - კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი)
 - საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
 
სატენდერო მოთხოვნები:
- წყლის დისპენსერების ინსტალაცია/დროებით სარგებლობაში გადმოცემა უნდა განხორციელდეს დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
 - ერთჯერადი ჭიქების მიწოდება უნდა განხორციელდეს რეგულარულად/მოთხოვნის შესაბამისად, დანართი N2-ში მითითებული მისამართების შესაბამისად.
 
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, 1 წლის ვადით.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
 - სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
 
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივნისი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 ივნისი, 18:00 სთ
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძე
ელ.ფოსტა:  Irakli.mikadze@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005), მობ: 595600104 
ტენდერის კატეგორია:
- 41100000 ბუნებრივი წყალი
 - 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები