ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22676 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 200 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 200 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის ბრენდირებული ქუდი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 160 ცალი. 

შენიშვნა:

  • რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
  • ქსოვილის ტონალობა და ლოგოს დატანის მეთოდი შეთანხმდება შემსყიდველთან.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ფოტოები - Design.pdf;
  • შპს ნეოგაზის ლოგოტიპი (ქართული და ინგლისური) - Logo_GEO_ENG.pdf;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები - დანართი_N1.pdf;
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2.xlsx

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადებაუნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N121;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის (აუცილებელია);
  • შესაბამისობის სერტიფიკატებისა და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი: 

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის დასახელება;

კომერციული წინადადების და ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N117;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 ივნისი 16:00 საათამდე.

საკონტაქტო
პირი:

ესმა ჩაჩანიძე
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge
საკონტაქტო ნომერი: (599) 67-14-14  

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები