ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22729 - ტენდერი ვიტრინების არაკალით გასტიკერებასა და OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიტრინების არაკალით გასტიკერებასა და OSB პანელების დამზადება/მონტაჟზე.

ტენდერის პირობები:

  • საქართველოს მასშტაბით ახალი მაღაზიების ვიტრაჟების გასტიკერება უნდა მოხდეს თეთრი არაკალის ასოებით;
  • საქართველოს მასშტაბით ახალ მაღაზიებში უნდა დამონტაჟდეს OSB მასალები.
  • დამატებით ექსელის ცხრილში მოცემულია პროდუქციის ჩამონათვალი აღწერილობით, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება (ფაილი N1);
  • როექტი უნდა განხორციელდეს წლის განმავლობაში დაგეგმილ ახალ ობიექტებში - დაახლოებით 100 ფილიალი.
  • მითითებული ფასები უნდა მოიცავდეს მონტაჟის, ტრანსპორტირების, სამივლინებო და ვიტრინის აზომვის ხარჯს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის;
  • ტრანსპორტირების და სამივლინებო ხარჯი არ უნდა დაემატოს თბილისის და მისი შემოგარენის ობიექტების მონტაჟის ღირებულებას;
  • თანდართულია ფაილი N2, სადაც მოცემულია OSB მასალების ვიზუალიზაცია და სრული აღწერილობა;
  • თანდართულია PDF სამუშაო ფაილები

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;

მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება; 

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით.
  • ფასის დაფიქსირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 19 ივნისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge 

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
Mariam.kuliashvili@orinabiji.ge
511 33 39 05

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები