ჩაბარების ვადა:

6 აგვისტო 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22745 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.

კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში.
ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3323 ადამიანი. აქედან 2
372 არის თანამშრომელი, 951 ოჯახის წევრი.
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ  შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:

  • სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
  • გამოცდილება;
  • კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
  • ფასი.

ტენდერის # - 2024/17
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2024  წლის 6 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
  • CD დისკის სახით დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნ მითითებული ეროვნულ ვალუტაში.

სს ,,სილქნეტი  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: +995 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com
მისამართი:
ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო # 7

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები