ჩაბარების ვადა:

20 ივნისი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22749 - ტენდერი პლასტმასის ზედაპირის სამღებრო მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პლასტმასის ზედაპირის სამღებრო მომსახურების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი სავარაუდო მინიმალური რაოდნეობა
სამღებრო მომსახურება  



შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი და მახასიათებლები:

  • სამღებრო სამუშაოს შესასრულებელი ზომა - 48*20 სმ.
  • ზუმფარით დამუშავება არსებული საღებავის მოშორება
  • დამუშავებული ზედაპირის გრუნტით დაფარვა (RANAL S 2000 ACRYL PRIMER)
  • ღებვა - საღებავის კოდი (DEBER RAL-6000)
  • მოწოდებული ფაილის მიხედვით ლოგოს დატანა შესაღებ ზედაპირზე - ზომა 7*4 სმ; ფერი (DEBER WhIte)
  • მქრთალი ლაქით დაფარვა - კოდი (EASICOAT-Matt Clear Coat)
  •  წარმადობა 

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მომსახურების სატესტოდ შესრულება.

მოწოდების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელი
  • მისამართი - ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ. # 106

ანაზღაურება:

  • ყოველთვიურად, თვეში ერთხელ მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)
     - დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები
     -   დანართი N2- ფასების ცხრილი
  •  ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  •  ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
    - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 20 ივნისი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 ივნისი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა