ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22752 - ტენდერი ლითონის ქოთნების დამზადებისა და შესაბამისი მცენარეების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ემკვადრატის პარკი 3 აცხადებს ტენდერს მარშალ გელოვანის გამზირის მე-7 და მე-8 კორპუსების ტერასის მოსაწყობად ლითონის ქოთნების დამზადებისა და შესაბამისი მცენარეების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მესამე ფაზის მე-7 ბლოკი;
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1, მესამე ფაზის მე-8 ბლოკი. 

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გელოვანის მე-7 კორპუსის ტერასისთვის დასამზადებელია ქოთნები ტენდერზე თანდართული ფაილის მიხედვით განსაზღვრული ტიპებისა და ზომების მიხედვით, ჯამში - 34 ერთეული. ამავე ფაილით არის განსაზღვრული მიწის ნაზავის შემადგენლობა და მცენარეთა დასახელება, რომლებიც უნდა ჩაირგოს ქოთნებში. ქოთნების ფერი უნდა იყოს ანტრაციტი, მასალა - ლითონი.
  • გელოვანის მე-8 ბლოკის საყრდენი კედლისთვის, რომელიც არის დაახლოებით 138 გრძ.მ, 320 მ2 , საჭიროა Jasminum nudiflorum (შიშველყვავილა ჟასმინი ანუ ჩინური ჟასმინი), რომელიც დაახლოებით 3 მეტრამდე უნდა დაფაროს კედელი და 1 გრძივ მეტრში გათვალისიწნებული უნდა იყოს ერთი ცალი ყვავილი.

ტენდერი წარიმართება II ეტაპად:

I ეტაპი - დეტალური განფასების/კომერციული წინადადების წარმოდგენა, რომელიც მოიცავს როგორც გამოსაყენებელ მასალათა ჩამონათვალს, ასევე, მის სპეციფიკაციებსა და შესაბამისი განზომილების მითითებით ერთეულის ფასების წარმოდგენას.

II ეტაპი - წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანიასთან დამკვეთის მხრიდან დაიგეგმება ვიზიტი, შემოთავაზებული მცენარეებისა და მათ მიერ დამზადებული მსგავსი ტიპის ქოთნის ადგილზე სანახავად.  

1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური განფასება, რაც მოიცავს როგორცგამოსაყენებელ მასალათა ჩამონათვალს, ასევე, მათ სპეციფიკაციებსა და შესაბამისი განზომილებისმითითებით ერთეულის ფასების წარმოდგენას.
  • შემოთავაზებული მცენარეების წარმოშობის სერთიფიკატები;
  • ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების და ყველა იმ ოპერაცია/მასალის ჩათვლით, რაც შეიძლება საჭირო გახდეს ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების ჩასატარებლად; 

ამასთან შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • წარმოებისა და მონტაჟის ვადებს და მონაწილის თანხმობას, რომ შეძლებს დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები;
  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგარანტიო და გადახდის პირობების შესახებ; 
  • ასევე ინფორმაციას შესრულების გარანტიის წარმოდგენის შესაძლებლობაზე.
  • გეგმა-გრაფიკს.

1.4 მომსახურების/სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-7 ბლოკის ტერასისთვის ქოთნების დამზადება, მცენარეების ჩარგვა, მიწოდება და ქოთნების ტერასაზე განთავსება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა (შერჩეულ კომპანიასთან შესაძლებელია მოლაპარაკება შესრულების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით) 
  • მარშალ გელოვანის გამზირი N1,მესამე ფაზის მე-8 ბლოკის საყრდენილი კედლისთვის მოთხოვნილი სამუშაო უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივლისისა (შერჩეულ კომპანიასთან შესაძლებელია მოლაპარაკება შესრულების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით)

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

-შესრულებული სამუშაოზე საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან, რომლის მოქმედების ვადა მონაწილე კომპანიამ თავად უნდა წარმოადგინოს.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

გარდა ამისა პორტფოლიო, სადაც წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი დამკვეთებითა და შესრულებული სამუშაოების ინფორმაციის მითითებით.

1.7 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

1.8 ხელშეკრულების  გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების მიხედვით სამონტაჟო სამუშაოების ვადის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება, უსაფრთხოდ და უსასყიდლოდ შეუნახოს პროდუქცია დამკვეთს მისივე ფართში.

1.9 სხვა მოთხოვნა:

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 21 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების წარმომადგენელი:

სალომე ქოქიაშვილი
მობ: 579 91 22 33
ელ. ფოსტა:  sqoqiashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ივნისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა