1 ივლისი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT22759 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებისა და სამეურნეო მასალა/ინვენტარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურებისა და სამეურნეო მასალა/ ინვენტარის შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა გთხოვთ, გაითვალისწინონ შემდეგი დეტალები:
- სკოლის ყოველდღიურად დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 4003.33 კვ. მეტრი სკოლის კვირაში ერთხელ დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 444.96 კვ. მეტრი
- საბავშვო ბაღის ყოველდღიურად დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 395.50 კვ. მეტრი საბავშვო ბაღის კვირაში ერთხელ დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 18.10 კვ. მეტრი
- სპორტული დარბაზის ყოველდღიურად დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 750.1 კვ. მეტრი სპორტული დარბაზის კვირაში ერთხელ დასასუფთავებელი შიდა პერიმეტრი: 166.3 კვ. მეტრი
შემოთავაზების გაკეთებამდე შესაძლებელია წინასწარ შენობის დათვალიერება.
ადგილმდებარეობა: ბაგები, წნეთის გზატკეცილი 63, სტუდქალაქის მიმდებარედ ტერიტორია.
შესასრულებელი სამუშაო:
- სკოლის, საბავშვო ბაღისა და სპორტული დარბაზის შენობების ყოველდღიური დასუფთავება (ადმინისტრაციული განყოფილება, საპირფარეშოები, სასადილო- და მრავალფუნქციური ოთახი და ა.შ.)
- ფასადის ფანჯრების პერიოდული დასუფთავება
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ფასადის ფანჯრების დასუფთავება - - საბავშვო ბაღის, სკოლის შენობებისა და სპორტული დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება
- დეტალური ინფორმაცია მომსახურებისა (პერსონალის რაოდენობა, სამუშაო საათები, ა.შ.) და პროდუქციის შესახებ;
- ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
- ინფორმაცია მომსახურებისა და პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
აუცილებელი მოთხოვნები:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები);
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ივლისი, 18:00 საათი.
გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება გამოაგზავნოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: წყნეთის გზატკეცილი 63, 0162 თბილისი.
ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
საკონტაქტო პირი:
ნინი ნინოშვილი
verwaltung@deutscheschule.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება