ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22763 - ტენდერი საკეტების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს საკეტების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
საკეტი - METTEM - მოდელი ЗВ8 882.0.0 - 5 გასაღები 1000


მახასიათებლები:

ურდულის დიამეტრი 16მმ.
ურდულის გარე სიგრძე 22მმ.
საკეტის ზომები 180х100,5х30მმ.
საკეტის წონა 890 გრ.
გასაღებები რაოდენობა 5 ცალი
გასაღების სიგრძე 75მმ


მოწოდების ვადა

მოწოდება უნდა განხორციელდეს 3 ეტაპად

  • I ეტაპი - 100 ცალი 2024 წლის ივნისში
  • II ეტაპი - 400 ცალი 2024 წლის ივლისში
  • III ეტაპი - 500 ცალი 2024 წლის სექტმებერში

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მოწოდება/დასაწყობება მითითებულ ლოკაციაზე.

ანაზღაურება:

თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები)

დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;

 დანართი N2- ფასების ცხრილი

  •          ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  •         ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; (მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10)

დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 21/06/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 ივნისი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ივნისი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა